0 0 : 0 1
 | 

საზოგადოება

სასწრაფოს მძღოლის ადვოკატი: შემთხვევის დღეს სამედიცინო ჯგუფს 27 გამოძახება ჰქონდა.. შეიძლება ადამიანი გადაღლილობისგან გაითიშოს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლის ადვოკატის, ვახტანგ თალაკვაძის თქმით, გუშინ მისი დაცვის ქვეშ მყოფსა და მასთან ერთად მომუშავე სამედიცინო ჯგუფს 27 გამოძახება ჰქონდა. 

"არავითარი შესაბამისი ზომები არაა მიღებული იმისთვის, რომ ეს მედპერსონალი უზრნველყოფილი იყოს დასვენებით. ყოველ წუთში გამოძახებებია. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებით გავრცელდა, რომ მძღოლს ჩაეძინა. ეს არის ფიზიოლოგიური მოვლენა, შეიძლება სულაც არ ჩაძინებოდა და გადაღლილობისგან ადამიანი გაითიშოს... მოძრაობის წესები რომ დარღვეულია, გასაგებია, მაგრამ რა მიზეზით განხორციელდა, არ მგონია გამოძიებას დადგენილი ჰქონდეს. აქ მთელი რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი", - განაცხადა თალაკვაძემ.

ტრაგედია თბილისში გუშინ დილის 8 საათზე მოხდა, სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც კლინიკაში პაციენტი გადაჰყავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მშენებლობაზე დასაქმებულებს შეეჯახა.

მძღოლი, რომელიც სასწრაფოს მანქანას მართავდა, პოლიციამ ერთსაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავა. დაკითხვამდე ის ალკოტესტზე შეამოწმეს, რის შემდეგაც დადგინდა, რომ მომხდარის დროს არანაირი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა.

კაცი ამ დრომდე რჩება თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, სადაც სამართალდამცველები მეთვალყურეობენ. მას თავის ტვინის შერყევა და გულ-მკერდის არეში დაჟეჟილობა აღენიშნება. ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლის უყურადღებობა, რამაც ახალგაზრდა მამაკაცი იმსხვერპლა, გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს უკავშირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 23:51

    ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურის ცხედარი ...

    ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს. როგორც საზღაო ტრანსპორტის სააგნეტოს უფროსმა განაცხადა, პირველადი ინფორმაციით, ახლა ექსპერტიზა უტარდება, პასუხი ხვალ იქნება. თუმცა თა...

  • 23:27

    22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძი დინამიკური დღე გელით. კონკურენტებსაც უნდა გაუმკლავდეთ და საკუთარი უფლებები, საქმეები, ტერიტორიებიც დაიცავთ. შეიძლება დაგჭირდეთ იურისტის რჩევა და მეგობრის დახმარება. კუროგაფრთხილდით, დაძაბულ...

  • 21:04

    ვარკეთილში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ო...

     ვარ­კე­თი­ლის და­სახ­ლე­ბა­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად ორი მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნულ და­სახ­ლე­ბას ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით შპს "ვარ­კე­თი­ლა­ი­რი" ამა­რა­გ...

  • 16:13

    სენაკში საცხოვრებელი სახლი იწვის ...

    სენაკში საცხოვრებელი სახლი იწვის.  ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.საცხოვრებელი სახლი მთლიანად არის დამწვარი. ამ დროისთვის არსებული  ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავ...

  • 15:02

    2019 წელს თბილისში დაიწყება 8, რეგიონებში კი 27 ა...

    განათლების სამინისტროს განცხადებით, 2019 წელს საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის ბიუჯეტი 65 მლნ ლარს წარმოადგენს. "ამ ბიუჯეტით დაგეგმილია თბილისში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის და პროფ...

  • 14:45

    ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა...

    "ტვ პირ­ვე­ლის" დღის ამ­ბე­ბის წამ­ყვა­ნი ლე­ვან ჩხა­ი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა.არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 33 წლის ჟურ­ნა­ლის­ტი სამ­სა­ხუ­რებ­რივ მივ­ლი­ნე­ბა­ში კო­ლე­გებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. ...

  • 14:27

    ცნობილი ტელეწამყვანი გარდაიცვალა...

    ერთ-ერთი ტელეარხის ჟურნალისტი, ცნობილი ტელეწამყვანი სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა.  ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ჯერ არ გაუგია თავის ოჯახს. სწორედ ამიტომ სახელს და გვარს...