0 3 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

CSR ჯილდო 2019 - ბიზნეს კომპანიებისთვის აპლიკაციების მიღება დაიწყო

CSR კლუბი და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს - "ბიზნესი მდგრადი განვითარების მიზნების მხარდასაჭერად“ გასაცემად ემზადება.

ხარისხიანი
განათლება; გენდერული თანასწორობა; ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა; მდგრადი ქალაქები და დასახლებები; პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის - აღნიშნულ თემატიკაზე ორიენტირებულ კომპანიებს, რომლებიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას ცდილობენ დაჯილდოების ორგანიზატორები საქართველოში  20 დეკემბრამდე ელიან. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად გამოვლინდება და დაჯილდოვდება SDG პიონერი - 35 წლამდე ასაკის ლიდერი, რომელიც მუშაობს ბიზნეს სექტორში, და თავისი საქმიანობით ხელს უწყობს კომპანიის პასუხისმგებლიან საქმიანობას, და ქვეყნის მდგრად განვითარებას.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსი მიზნად ისახავს, საქართველოში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციასა და მისი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების ხელშეწყობას.

გამარჯვებულებს ჯილდო საშუალებას მისცემს: მიიღონ აღიარება კოლეგებს შორის, როგორც ლიდერებმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში. წარმოჩნდნენ, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორები, მომხმარებელთა, პარტნიორთა და ინვესტორთა წინაშე. წვლილი შეიტანონ საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროს განვითარებაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.

მონაწილეობის პირობები კი, მარტივია: საკონკურსო პროექტის ავტორი უნდა იყოს სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობს საქართველოში; წარმოდგენილი საკონკურსო პროექტი შეესაბამებოდეს ჯილდოს კატეგორიებს, ასევე წარმოდგენილი საკონკურსო პროექტი, დაწყებულია, მიმდინარეობს ან დასრულდა 2017-2018 წელს.

ჯილდო გაიცემა შემდეგ კატეგორიებში: ხარისხიანი განათლება, გენდერული თანასწორობა, ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა, მდგრადი ქალაქები და დასახლებები, პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის და SDG პიონერი.

სიმბოლურ პრიზთან ერთად გამარჯვებულები მიიღებენ:

ხარისხიანი განათლება - CSR სკოლაში უფასო სწავლება
გენდერული თანასწორობა - ნორვეგიაში, ქალთა გაძლიერების თემაზე სასწავლო ვიზიტი
ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა - ერთი წლის მანძილზე შრომითი უფლებების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესში კომპანიის მენტორობა და მხარდაჭერა
მდგრადი ქალაქები და დასახლებები - შვედეთში, გარემოსდაცვის, ეკოლოგიისა და ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების თემაზე სასწავლო ვიზიტი
პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის - საკონსულტაცო მომსახურება სამომავლო პროექტის დაგეგმარებაში, განხორციელებასა და კომუნიკაციაში, CSR სკოლაში უფასო სწავლება ორი ადამიანისთვის.
SDG პიონერი - ნიუ -იორკში გამართულ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის უზრუნველყოფა

 

დაინტერესებულმა კომპანიებმა განაცხადები უნდა  წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ორგანიზატორებს დაუკავშირდით ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

შეგახსენებთ, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (CSR Club) და გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) საქართველოს ქსელის ინიციატივით, საქართველოში   „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს” ცერემონიალი, პირველად წელს, თებერვალში გაიმართა. წარდგენილი 23 პროექტიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლებისგან შემდგარმა ჟიურიმ სხვადასხვა კატეგორიაში სამი გამარჯვებული კომპანია  გამოავლინა და დააჯილდოვა. ესენი იყო: ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი - გამარჯვებული კომპანია „ფოთის პორტი“, გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი - კომპანია ‘ნატახტარი“ და წარმატებული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის - კომპანია m2.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტივობები მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და შვედეთის მთავრობის მიერ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...