0 8 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"მთლიანი ყელი გადაჭრილია და ტანი" - სუიციდი ქუთაისის საპყრობილეში

  25 წლის წლის ემილ ხოფერიამ ქუთაისის მეორე საპყრობილეში თავი მოიკლა. ოჯახი ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებს.  მათივე მტკიცებით, ცხედარი დასახიჩრებულია, რის გამოც ისინი დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ.


 ხოფერიებისთვის საეჭვოა გარდაცვლილის ის წერილიც, სადაც ბრალდებული თვითმკვლელობაზე საუბრობს. ემილ ხოფერია ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს, მას სასჯელაღსრულების დაწესებულება 6 თვის შემდეგ უნდა დაეტოვებინა.

"მიიყვანეს მკვლელობამდე, მერე არ ვიცი მორგში ხომ მიჰყავთ, რა გააკეთეს ამოუჭრეს რამე? რა საჭირო იყო იმხელა გადაჭრები, მთლიანი ყელი გადაჭრილია და ტანი,"- აცხადებს, გარდაცვლილის დეიდა, ვიოლეტა ხოფერია.

გარდაცვლილის ბიძა, ავთანდილ ხოფერია კი ამბობს, რომ არსებული გარემოებები იმაზე მიუთითებს, რომ პატიმარს თვითმკვლელობის ჩადენისკენ უბიძგეს.

"წერილი არის ქართულად დაწერილი, ქართულად არ წერდა ის. კარგი კალიგრაფიით და ძაან დალაგებული აზრით, ეგ რუსულ სკოლაში სწავლობდა, ქართული არ იცოდა,"-აცხადებს გარდაცვლილის ბიძა, ავთანდილ ხოფერია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები