2 3 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ზვიად აბაშიძე- ამ არჩევნებზე საკუთარ მოვალეობებს ყველაზე უკეთ თავი ცესკომ გაართვა

ანალიტიკოს ზვიად აბაშიძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციური ძალებისთვის ეს არჩევნები მომდევნო სააპარლამენტო არჩევნებში წარმატების მიღწევის გენერალურ რეპეტიციად იქცა, ხოლო მმართველი გუნდისთვის,  საკუთარი ლეგიტიმურობის დამტკიცების  ერთგვარ ტესტად.  აბაშიძის თქმით,  დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, ამგვარი მძაფრი კონკურენცია  მისასალმებელია,  თუმცა  სამწუხაროა,  როცა  საარჩევნო კამპანია  მონაწილე სუბიექტების მხრიდან აგრესიისა და  ერთმანეთის შეურაცხყოფების ფონზე მიმდინარეობს.

„არაერთმა  უცხოელმა დამკვირვებელმა და დიპლომატმა  აღნიშნა  მხარეების მხრიდან გამოვლენილი პიროვნული შეურაცხყოფებისა   და კამპანიის ამ ფონზე ჩატარების ტენდენციის შესახებ.     უნდა ითქვას, რომ  ყველაზე დიდი აგრესია სალომე ზურაბიშვილის მიმართ არის მიმართული. ამ მხრივ  ვითარება არც მეორე ტურის წინ შეცვლილა.  ამ ყველაფერს  კი,  საარჩევო კამპანიების ჩატარების რუსული ტრადიციის სუნი ასდის, რაც  მოწინააღმდეგე კანდიდატის სრულ პიროვნულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.  შესაბამისად,  ჩვენს საარჩევნო კამპანიებში, 90-იანი წლების მსგავსად, პიარის რუსული სკოლის წარმომადგენლების ჩარევა კარგს არაფერს მოგვიტანს“ - განაცხადა ზვიად  აბაშიძემ.

ანალიტიკოსის თქმით, ამგვარად პოლარიზებული არჩევნების ფონზე,  საკუთარ მოვალეობებს თავი ყველაზე უკეთ   ცეესკომ გაართვა  და  ხარვეზების მიუხედავად, არჩვენების დემოკრატიულად ჩატარება მოახერხა. აბაშიძის თქმით, ცეესკო იყო ნეიტრალური  და დაინტერესებული მხარის იმიჯი არ შეუქმნია, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი დემოკრატიისთვის. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...