2 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კამპანიამ „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა“ სტარტი აიღო

სამოქალაქო კვირეული 10 რეგიონს მოიცავს

საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა“ მიზნით, ახალ მზიურში პრეზენტაცია გაიმართა. კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” მიერ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და ფოთის პორტი.

კამპანიის მიზანია, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და განათლება საგზაო უსაფრთხოების თემაზე, რომლის ფარგლებშიც 17-21 სექტემბერს საქართველოს რეგიონებში მოეწყობა სამოქალაქო კვირეული. კერძოდ, დაგეგმილია თემატური შეხვედრები საგზაო უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით. კვირეულის ფარგლებში გადამზადდებიან რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონებში ჩატარდება ტრენინგები მძღოლებისთვის და სამუშაო შეხვედრები მოსახლეობასთან.კვირეულმა სტარტი დღეს, 17 სექტემბერს რუსთავში, ბოლნისსა და საგარეჯოში აიღო და ის 10 რეგიონს მოიცავს, მათ შორის,  კახეთი, რაჭა, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო და აჭარა.

“საქართველოში ასეთი მასშტაბური კამპანია პირველად ტარდება. კამპანიის მიზანია, გავაცნობიეროთ, რა მხრივ შეიძლება, თითოეულმა მოქალაქემ გარკვეული ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ სწორედ საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოვლენების თვალსაზრისით, პრევენცია მოახდინონ. ეს კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ პირველად ხდება, როცა არასამთავრობო და კერძო სექტორი აერთიანებს ძალისხმევას კონკრეტული სოციალური საკითხის გარშემო. სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი ამ კამპანიაში არის ჩართული და აერთიანებს 70-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას საქართველოს ათ რეგიონში. სწორედ ეს ორგანიზაციები გადამზადდნენ საგზაო უსაფრთხოების თემებზე,” – განმარტავს კამპანიის ერთ-ერთმა ორგანიზატორი, სიდას აღმასრულებელი დირექტორი,  სალომე ზურაბიშვილი.

სამოქალაქო კვირეული დასრულდება  21 სექტემბერს, ბათუმსა და ლანჩხუთში.  22 სექტემბერს კი,  თბილისში კამპანია შეურთდება ღონისძიებას „დღე ავტომობილის გარეშე“, რომელიც მიზნად ისახავს  გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.  კამპანია იქნება გადამდები, გამოწვევის ხასიათის და კვირეულის ორგანიზატორები საზოგადოებასა და  ბიზნეს კომპანიებს  კამპანიაში ჩართულობისკენ მოუწოდებენ, რაც ამ დღეს დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გამოიხატება.

“ის, რომ დღეს ჰაერი დაბინძურებულია და დაბინძურების დიდი წილი ავტოტრანსპორტზე მოდის, ყველა ვთანხმდებით, თუმცა რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ვითარება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კომპლექსური თემა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ცნობადობის ამაღლება და სწორედ ეს კამპანია ემსახურება ამას. მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ, ასევე ეკომართვის წესებზე, რაც ყველა ჩვენგან შეგვიძლია, გამოვიყენოთ; შეგვიძლია, მცირე მანძილებზე გადაადგილებისას დავტოვოთ პირადი ავტომობილი და გადავაადგილდეთ როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე სხვა ალტერნატიული საშუალებებით და ხშირად ვიაროთ ფეხით,” – აღნიშნა “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „დღე ავტომობილის გარეშე“ 2000 წლიდან აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მოქალაქეები ამ დღეს თავს იკავებენ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდებიან ფეხით ან იყენებენ ალტერნატიულ და ჯანსაღ ტრანსპორტს - ველოსიპედს ან საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საშუალებებს.

სამოქალაქო კვირეულს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...