1 3 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,არ შევურიგდი ჩემს ქმარს, ბნელ გვირაბებში ისე გავუშვი. მარტო ერთი ქილა ლობიო გავატანე” -მეშახტის ცოლის გოდება

ისევ კვდებიან. ორორად, სამსამად, მეგობრულად. ისევ რეცხავს შავი მიწა გეგმებს, ოცნებებს. წყალდებიან მუცელში დაუბადებელი შვილები. შავს იცვამენ ქალები. მეც ვიცვამ შავს. მე მიკვდებიან ეს კაცები.

მკვდარი მეშახტის ცოლებო, გოგოებო, ქალებო,
აი, აქ ვარ, ოთხთაგან ერთი მეშახტის ცოლი და გელაპარაკებით.
ჩემი კაციც წავიდა იმ დილით და აღარ დაბრუნდა.
წაიღო ერთი ქილა ლობიო თავისთვის და ძმაკაცებისთვის, ერთი პური და მეოთხედი წველა ყველი.
ჩაალაგა ტყუილი ადიდასის გაქექილ ზურგჩანთაში და წავიდა.
დატოვა მაღაზიის ვალი და ბიჭისთვის მიცემული პირობა, რომ დაბადების დღეზე ლეკვს აჩუქებდა.
გოგოსთვის წართმეული სიგარეტი მოსაწევად არ წაიღო, გადაყარა და თქვა, დღეიდან ამ სახლში აღარავინ აღარ მოწევსო.
ვიჩხუბეთ იმ დღეს,
იცოდი შენ, რომ ჩვენი გოგო ეწეოდა და არ მითხარიო.
არ ვიცოდი-მეთქი, ვერ დავაჯერე და გავებუტე.
მბრძანებელი ხარ-მეთქი ამ ოჯახში,
ორი კაპიკი შემოგაქვს და თავი მეფე გგონია, მე კი შენი მონა-მეთქი, ეს ვუთხარი ბოლოს.
გავაგრძელე ლობიოს შეკაზმვა და ბიჭის პირით შევუთვალე, დიდო მეფეო, ხვალ შეგიძლია ლობიო წაიღო-მეთქი საგზლად.
აღარაფერი უთქვამს, ეწყინა ლამაზად, როგორც იცოდა ხოლმე,
თვალის კუთხეებთან შავი ნაოჭები უფრო ჩაუმუქდა, ნიკაპი აუკანკალდა, კედლისკენ მიიხედა და არ ვიცი რა იფიქრა.
ადგა დილით ხმაურით, უნდოდა გამღვიძებოდა და გამოვლაპარაკებოდი.
მე კი, მეორე მხარეს გადატრიალებულს, თვალები მაგრად დამეხუჭა და არ ვაპირებდი შერიგებას მის დაბრუნებამდე. ვიცოდი, დაბრუნებულზე მომიტანდა შოკოლადს ან ლამაზ წინდებს
და მე ვეტყოდი, შეგირიგდი, ბიჭო, აბა რა ვქენი, ხო იცი, არ მაქვს შენს იქით გზა.
გაეღიმებოდა მასაც და თმას ამირევდა დაღლილი ხელებით.
ასეთი მქონდა მე გეგმა და დუმილით გავაცილე ქმარი.
წავიდა უთქმელი, საბანი შემისწორა და წავიდა.
დამიტოვა სახლი, დამიტოვა შვილები და იფრინა 400 მეტრი.
არ შევურიგდი ჩემს ქმარს, ბნელ გვირაბებში ისე გავუშვი.
არ შევურიგდი ჩემს კაცს, არ გავუნელე კაცური დარდი,
არ გავაყოლე ჩვეული კოცნა.
მარტო ერთი ქილა ლობიო გავატანე.
და ჩვენში ხომ ქელეხებიც სულ ლობიოთი იციან…
დავუწყობ ახლა სუფრაზე ცხელ კოცნებს, რაც აქამდე მიკოცნია და რაც აწი უნდა მეკოცნა.
ლობიოს ვერ გავაკეთებ, ქალებო, ლობიოს როგორ შევხედო დღეის მერე, გოგოებო…
და ახლა რა ვქნა, რომელი ლეკვი ვუყიდო ჩვენს ბიჭს, ორ კვირაში რომ ხუთის ხდება,
რა ვასწავლო ჩემს თოთხმეტი წლის გოგოს კაცებზე, ცხოვრებაზე, როგორ დავუშალო მოწევა, დარდის ჩაკვლა ობოლ გოგოს…
რა კუბოში ჩავაწვინო ჩემი დაბეგვილი კაცი, რომ შვილებმა ვერ დაინახონ…
თქვენ ხომ შერიგებული გაუშვით თქვენი ნატანჯი კაცები, თქვენი მეფე კაცები, გოგოებო?
ხომ გაატანეთ ფრთებად თქვენი კოცნები, ხომ გაატანეთ ბალიშებად თქვენი თმების სიმსუბუქე, თქვენი მკერდის სირბილე?

თინა სიხარულიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...