1 6 : 1 6
 | 

საზოგადოება

"სიმართლე თქვი შვილო, გემუდარები. მხოლოდ ამას გთხოვ" - მწყემსის დედა

"სიმართლე თქვი შვილო, გემუდარები. მხოლოდ ამას გთხოვ, – ასე მიმართა ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს დედამ, მარიამ მარტიაშვილმა სასამართლო დარბაზში.

მალხაზ კობაურს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. სამართალდამცველები კობაურს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავებიან.

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები