ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...
მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...
|
მთელი საქართველო შეძრა ხარაგაულის რაიონ სოფელ ხუნევში მომხდარმა შემზარავმა ამბავმა: 11 წლის ლევან ლომიძე უმცროსმა და-ძმამ საკუთარ ეზოში ხეზე ჩამოკიდებული ნახა. ბავშვი სასწრაფო დახმარებამ ქუთაისის საავადმყოფოში ჯერ კიდევ ცოცხალი გადაიყვანა. მას თან თანასოფლელებიც გაჰყვნენ… ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს, ბიჭი გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. სოფელი მის ჩამოხრჩობას ამოუხსნელ სუიციდს მიაწერდა და შემზარავი დანაშაული საიდუმლოდ დარჩებოდა, რომ არა ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც გარდაცვლილის მრავალჯერადი გაუპატიურება დაადასტურა.
“დედა ერთი კვირის მანძილზე შვილის ტანჯვას უყურებდა – ბავშვს თურმე არ ეძინა, თუ ჩათვლემდა, მაშინვე წამოვარდებოდა და დედას ეუბნებოდა, ახლოს დამიჯექიო. სიკვდილამდე სამი დღით ადრე თავის საშინელი ტკივილები დაეწყო. დედა გამაყუჩებელს ასმევდა და ეკითხებოდა, მასე რად ხარო? ლევანი კი არაფერს ეუბნეოდა… “- ყვება ლომიძეების მეზობელი.
ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ წარმოებულმა გამოძიებამ საზარელი ფაქტი დაადასტურა: ბიჭუნა სექსუალურ ძალადობას განიცდიდა თანასოფლელისა და მოგვარის, 20 წლის რეზო ლომიძის მხრიდან.
კიდევ ერთი ნაამბობი გარდაცვლილი ბიჭუნას თანასოფლელისაგან :
“- ვერ ვხსნიდით, რატომ ჩამოიხრჩო ლევანმა თავი, მისგან ეს წარმოუდგენელი იყო. მართალია, მისი ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო და ლევანის გარდა კიდევ სამი შვილი ჰყავდათ, მაგრამ ბავშვები არ იყვნენ ღირსებაშელახულები. ლევანი ამაყი ბავშვი იყო, მას თავის მოკვლაზე იმიტომაც არ უნდა ეფიქრა, რომ საზრუნავიც ჰქონდა – როცა დედ-მამა შრომობდა, ლევანი და-ძმებს დიდივით პატრონობდა. რამდენჯერ დაგვინახავს, ტყემალი რომ ტყემალია, იმდენს მოწყვეტდა, თავის და-ძმისთვის
გაენაწილებინა… თურმე რაში ყოფილა საქმე! ეს გაუგონარი უბედურება, რაც მეზობელმა დამართა, ლევანის დაკრძალვამდე ორი დღით ადრე გაიგო ოჯახმა. მისი უბედური მამა წინა დღეს რომ ტიროდა, – შვილო, ეს საშინელება რატომ გააკეთე, თავი რატომ მოიკალიო? მეორე დღეს, უკვე ექსპერტიზის პასუხი რომ გაიგეს, დედამისი მოთქვამდა, – შვილო, შენი მკვლელი, რეზი ლომიძე ჩვენთან ერთად გელოდებოდა საავადმყოფოში, რომ მომკვდარიყავი. ჩვენ რომ ვლოცულობდით, გეცოცხლა, ის იმას ნატრობდა, რომ ისე მომკვდარიყავი, ვერაფერი გეთქვა, იმან გვაჯობაო…
სანამ ლევანი ცოცხალი იყო, საავადმყოფოს ეზოში იმდენ ხანს ვიდექით, რომ მოგვშივდა და იქვე ხაჭაპურები ვიყიდეთ, იმაზეც კი მოვიდა და მიირთვა! ეგ რა არის, ბავშვი რომ უნდა მიესვენებინათ სახლში, ლევანის უბედური ოჯახი ოთახს ათავისუფლებდა, სადაც უნდა დაესვენებინათ და იმათაც კი ეხმარებოდა ამ ოთახის დაცლაში. მეორე დღესაც სახლში იყო, პოლიცია რომ მოვიდა და წაიყვანა, მაგრამ სოფელს მაინც არ სჯეროდა ეს ამბავი, სანამ ტელევიზიამ არ გამოაცხადა, ბრალდებულმა დანაშაული აღიარაო. მერე მიცვივდა ხალხი და სახლი დაუწვა. მაგრამ უკეთესი იყო, თავადაც შინ ყოფილიყო და გამოეწვათ! როცა იქნება ციხიდან გამოვა და ცოცხალი დარჩება. ეგ კი ცოცხალი არ უნდა დარჩეს! ”
შეგახსენებთ, რომ გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილს რეზო ლომიძეს გამწარებულმა მეზობლებმა სახლ-კარი გადაუწვეს. ლომიძემ თავად აღიარა, რომ ბიჭი რამოდენიმეჯერმე გააუპატიურა, თუმცა ჯერ კიდევ დაუდგენელია, ბავშვმა მართლაც მოიკლა თავი თუ ბრალდებულმა მოკლა და შედეგ ჩამოკიდა ხეზე. სოფელი მოითხოვს, რომ რეზო ლომიძე მათ გადასცენ, რათა ლინჩის წესით გაასამართლონ.
“თრიალეთი”
მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება: უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...
დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის. დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...
ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...
უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ქეითი ვიდეო მიმართვას ავრცელებს. "ეს იყო შოკი, მაგრამ მე კარგად ვარ და დღ...
საქართველო ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დროს, „დინამო არენაზე“ ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის საკონკურსო სიმღერას Firefighter შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას პ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები