1 5 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ნარკოტიკის ზემოქმედების შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს ეკლესიური წესი შესაძლოა აღარ აუგონ

წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოქვეყნდა, სადაც საბოლოო განჩინებაა ასახული.
ოქმიდან ცნობილი ხდება, რომ სასულიერო პირებმა გუშინ ნარკოპოლიტიკის შესახებაც იმსჯელეს, თუმცა განჩინების გავრცელებამდე სინოდის არც ერთ წევრს ამ საკითხზე არ უსაუბრია.

სასულიერო პირების მსჯელობის შედეგად სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ ნარკოტიკული ზემოქმედების დროს გარდაცვლილ ადამიანებს ეკლესიური წესი შეიძლება, აღარ აუგონ, თუმცა ამ საკითხს სპეციალური კომისია გადაწყვეტს.

წმინდა სინოდი ასევე წინააღმდეგია მარიხუანას ფლობისთვის გაუქმდეს ადმინისტრაციული სასჯელი.

ოქმში საუბარია, რომ სასჯელის გაუქმება ქვეყანაში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის.

„მიგვაჩნია რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთანდაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, დიდი საფრთხის შემცველია. კანაფის დამზადების ნებართვა კი ფაქტობრივად ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს.

სხდომისას წამოიჭრა საკითხი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ. კრებამ იმსჯელა და დაადგინა:

შეიქმნას კომისია აღნიშნულ და სხვა დამამძიმებელ გარემოებათა გამო საკითხების საეკლესიო ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად,“-განაცხადა აბბა ალავერდელი მიტროპოლიტმა  მეუფე დავითმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...