0 3 : 2 0
 | 

საზოგადოება

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოერიდეთ ფულის ფლანგვას. დაარეგულირეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ეგზოტიკური და ტკბილი კერძებისადმი. 

კურო
ფლირტისა და გართობის ხასიათზე ხართ. ეცადეთ, ფუფუნების სიყვარულმა ბევრი ფული არ დაგახარჯინოთ. კარგი დღეა გარეგნობის შესაცვლელად, სამოსში - ექსპერიმენტებისთვის. 

ტყუპი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. თანმიმდევრულად მოაგვარეთ ვალდებულებები. იყავით დიპლომატიური და მოერიდეთ კონფლიქტს. აგრეთვე, ფულის ფლანგვას. 

კირჩხიბი
ზომიერება გმართებთ ყველაფერში - მუშაობა, სიყვარული, კვება. მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს, ჯანმრთელობას. ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას. 

ლომი
ყოველდღური საქმეები შეასრულეთ. სიახლეები სხვა დღისთვის გადაიტანეთ. ნუ გგონიათ, რომ ყველა გაგიგებთ ან დაგეხმარებათ. კარგი დღეა იმიჯის, ცხოვრების სტილის შესაცვლელად. 

ქალწული
შეხვედრებისა და მივლინების დღეა. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ მანდილოსნებთან ურთიერთობისას და ფინანსური საკითხების მოგვარებისას. პოზიტიურად იმსჯელეთ, ნუ ეძებთ ყველაფერში უარყოფითს. 

სასწორი
მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, ფიზიკურ დატვირთვას. ზომიერება გმართებთ ყველაფერში. განსაკუთრებით, საყიდლებში. ლამაზმა ნივთებმა შეიძლება გაგიტაცით და ვალის აღებაც დაგჭირდეთ. 

მორიელი
ნუ ხართ აგრესიული და კრიტიკული ყველაფრისადმი. მეტად გაიღიმეთ და შეაქეთ გარშემო მყოფები. მოერიდეთ უსიამოვნებას მეუღლესთან. ეცადეთ, ჰარმონია შეინარჩუნოთ ურთიერთობაში. 

მშვილდოსანი
როცა ვალდებულებებს შეასრულებთ, დასვენებასაც შეძლებთ. იყავით დაკვირვებული მუშაობისას, საუბრისას. დაიწყეთ ვარჯიში. იკვებეთ ჯანსაღი პროდუქტებით. 

თხის რქა 
დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან, ოჯახის წევრებთან. მოიცილეთ უსაფუძვლო შიშები და ეჭვები. მეტად გამოავლინეთ დადებითი ემოციები და შეძლებისდაგვარად აისრულეთ სასიამოვნო სურვილები. 

მერწყული
დღეს ცივი გონებით უნდა იმოქმედთ. მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას. აგრეთვე, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ გადატვირთვას. ეცადეთ, ყველაფერში დაინახოთ პოზიტივი. 

თევზები
დაკვირვებულად და ჰარმონიულად იმოქმედეთ. კარგი დღეა საზღვარგარეთ მცხოვრებ ახლობლებთან კონტაქტი. გაგიმძაფრდებათ ინტერესი რელიგისაა და ხელოვნებისადმი. ზოგიერთი წმინდა ადგილების მონახულებას გადაწყვეტს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები