2 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სექტემბრიდან უნივერსიტეტების პროფესორები მოსწავლეებს ონლაინ-გაკვეთილებს ჩაუტარებენ

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სექტემბრიდან უნივერსიტეტების პროფესორები სკოლების მოსწავლეებისთვის ონლაინ-გაკვეთილებს ჩაატარებენ. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

“ჩვენ უნდა გამოვიყენოთ და კიდეც გამოვიყენებთ იმ ინტელექტუალურ რესურსს, რაც უნივერსიტეტებში გვაქვს. მოხდება უნივერსიტეტის დაახლოება სკოლასთან. კერძოდ, სექტემბრიდან, როგორც კი სწავლა დაიწყება, ჩატარდება დამატებითი გაკვეთილები ყველა სკოლაში, მათ შორის იმ კერძო სკოლებში, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ. უფრო დეტალურად რომ განვმარტო, გეტყვით, რომ ჩვენი წამყვანი სპეციალისტები, ვისაც შეუძლია ინფორმაციის საინტერესოდ გადაცემა ბავშვებისთვის, ჩაატარებენ ონლაინ-გაკვეთილებს „ლაივსტრიმით“. ეს არ იქნება სტანდარტული გაკვეთილი, ეს იქნება გაკვეთილი, სადაც თითოეული პროფესორი უპასუხებს კითხვას, თუ რატომ აირჩია თავად ეს პროფესია, დაანახებს ყველა ბავშვს ამა თუ იმ დარგის საინტერესო, შემოქმედებით მხარეს, რომ ბავშვებმა თავის თავში აღმოაჩინონ ნიჭი, რომელიც თურმე ჰქონიათ. მაგალითად, ქალბატონი მზექალა შანიძე ჩაატარებს რამდენიმე გაკვეთილს ქართულ ენაში, მოყვება სამეცნიერო თემატიკას პოპულარული, გასაგები ენით, იმისთვის, რომ ბავშვმა აღმოაჩინოს, რომ მაგალითად, ენათმეცნიერება აინტერესებს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის თქმით, ეს გაკვეთილები ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მათ შორის მაღალმთიან სოფლებში.

“ისეთ ადგილას, რამდენიმე სკოლაში, სადაც ინტერნეტის სიჩქარე არ არის მაღალი და ონლაინ ვერ შეძლებენ ლექციების ნახვას, პროფესორები სპეციალურად მათთვის ჩაატარებენ ლექციას. თუმცა მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა ლექციების ჩანაწერები ნახონ. იქნება ასევე კითხვა-პასუხის რეჟიმი. ხშირად დასმულ კითხვებს „ლაივში“ უპასუხებს პროფესორი. მთავარია, რომ ბავშვებს ფიქრისადმი ინტერესი გავუღვივოთ“,- აღნიშნა მინისტრმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...