1 8 : 5 4
 | 

მთავარი თემა

თბილისში არსებული გრძელი სამარშრუტო ხაზები, შესაძლოა, გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს

დედაქალაქში არსებული გრძელი სამარშუტო ხაზები, შესაძლოა, გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს, - ამის შესახებ დღეს საუბარი იყო თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე, სადაც თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ხაზების რესტრუქტურიზაციის პროექტზე იყო საუბარი. აღნიშნულ პროექტს კომპანია “სისტრა” განახორციელებს.


“საუბარია იმაზე, თუ სად უნდა მოხდეს გადაჯდომა, გაჩერების ადგილის დაწესება თბილისში შემოსული მიკროავტობუსებისათვის, ის, რომ რუსთავიდან თბილისამდე მგზავრი უნდა ჩამოვიდეს კომფორტულად, ამაზე არავინ დავობს. 

საუბარია იმაზე, რამდენად სიღრმეში უნდა შემოვიდეს თბილისში, მაგალითად, რუსთავიდან მომავალი სამარშუტო მიკროავტობუსი, ამას ჩვენ აუცილებლად დავადგენთ. გადაჯდომა შეეხება არა მარტო რუსთავიდან, მცხეთიდან ან გარდაბნიდან შემომავალ სამარშრუტო მიკროავტობუსებს, არამედ თბილისში არსებულ გრძელ მარშრუტებსაც. 

მოხდება დადგენა იმ ადგილების, საიდანაც მგზავრი ძალიან კომფორტულად გადაჯდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა საშუალებაში. შესაძლოა, ეს იყოს ავტობუსი, მეტრო და ა. შ.”, - განაცხადა ასმათ აბესაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები