0 7 : 0 3
 | 

ტექნოლოგიები

როგორი CV აქვს მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან გამომგონებელს, ილონ მასკს ?

  წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობილი გამომგონებელი და მეწარმე,ილონ მასკი ხართ და თქვენი კარიერა უამრავ წარმატებულ სტარტაპს ითვლის. 

წარმოიდგინეთ, რომ ელექტრომობილებს ქმნით და აწარმოებთ, მსოფლიოს wifi-ით მომარაგებას, მზის სინათლისგან მიღებული ელექტროენერგიით მოსახლეობის უზრუნველყოფას აპირებთ და კოსმოსში უკვე გაგზავნეთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის რაკეტა და თქვენივე შექმნილი კაბრიოლეტი. 

თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ელონ მასკს ყველა თავისი უნარის, გამოცდილებისა და მიღწევების რეზიუმეში ჩასაწერად რამდენიმე ფურცელი დასჭირდებოდა. 

თუმცა, ონლაინ რეზიუმეს ერთ-ერთი ვერსიის შემქნელი ფირმის Novorésumé-ს ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ასე არ არის. მათ ელონ მასკის მაგალითზე ერთ გვერდიანი რეზიუმე შექმნეს

 Novoresume-ს ექსპერტები ამბობენ, რომ მოკლე CV დამსაქმებლისთვის გაცილებით უფრო საინტერესო და მრავლისთქმელია, ვიდრე რამდენიმე გვერდიანი რეზიუმე.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები