„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკ...
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
|
მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის საცხებ-საპოხი მასალების, Shell-ის ექსკლუზიური დილერი საქართველოში, Transcaucasian Distribution Companyწელს მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სიახლით იწყებს. „თეგეტას“ შვილობილი კომპანია 2024 წლიდან მომხმარებელს Shell-ის სპეციალურად BMW-ს მარკის ავტომობილებისთვის შექმნილი ძრავის ზეთებს სთავაზობს.
იმ დინამიკისა და შესრულების დონის მისაღწევად, რასაც BMW-ს წარმოების მანქანები გვთავაზობენ, საუკეთესო ხარისხის ზეთის გამოყენებაა საჭირო. ამ საქმეს თავად ბრენდი უკვე წლებია, Shell-ის წარმოებას ანდობს. სწორედ ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა, ქართული ბაზრისთვის ექსკლუზიური შესაძლებლობა გაეჩინა – 2024 წლიდან „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში Shell-ის სპეციალურად BMW-სთვის შექმნილი ზეთების ყიდვა შეგიძლიათ.
ანა იობიძე, Transcaucasian Distribution Company-ს მარკეტინგის მენეჯერი: „საქართველოში საკმაოდ პოპულარულია BMW-ს მარკის ავტომობილები. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მათი მფლობელებისთვის ის ძრავის ზეთი შეგვეთავაზებინა, რომელსაც თავად ბრენდი გლობალურად იყენებს. ამ ზეთის გამოყენებას რამდენიმე უპირატესობა აქვს, მათ შორისაა: უსაფრთხოება, ხარისხი, ეკონომიურობა, ეფექტურობა და სხვა.
BMW-ს ორიგინალი ძრავის ზეთი ხარისხის მკაცრ სტანდარტებსა და გარემოსდაცვით ტესტებს ეფუძნება. ეს იმას ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ, თავი დაცულად იგრძნონ და დარწმუნებულები იყვნენ ძრავისგამართულად მუშაობაში, რაც, თავის მხრივ,უსაფრთხოების გარანტია. გარდა ამისა, ორიგინალი ზეთის გამოყენება ხელს უწყობს CO2 გამონაბოლქვის შემცირებას და ზეთის ნაკლებ მოხმარებას, რაც საწვავის დაზოგვის კუთხითაც მნიშვნელოვანია“.
Shell-ისა და BMW Group-ის თანამშრომლობა უკვე მრავალ წელს ითვლის. ცოტა ხნის წინ მათი პარტნიორობის ხელშეკრულება განახლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ Shell კვლავაც რჩება გლობალური მასშტაბით BMW-სთვის ძრავის ზეთის მთავარ მიმწოდებლად. BMW Group-ში მიაჩნიათ, რომ Shell-ისმაღალი ხარისხის პროდუქცია ეხმარება BMW-ს, მომხმარებელს იდეალური გამოცდილება შესთავაზოს.
ანა იობიძე, Transcaucasian Distribution Company-ს მარკეტინგის მენეჯერი: „Shell-სა და BMW Group-ს მრავალწლიანი თანამშრომლობის ისტორია აკავშირებს. ხელშეკრულება, რომელიც მათ შორის ახლახან განახლდა, 150-ზე მეტ ქვეყანას ფარავს. ეს კონკრეტული ზეთი Shell PurePlus ტექნოლოგიას ეფუძნება, რომელიც საბაზისო ზეთების ბუნებრივი აირისგან წარმოებას მოიაზრებს. საბაზისო ზეთები საპოხი მასალის 80%-ს შეადგენს და ძრავის ზეთის ძირითადი კომპონენტებია. Shell-ის ბუნებრივი აირის გათხევადების ტექნოლოგია, 40 წელზე მეტი ხნის კვლევის შედეგად შემუშავდა და ბუნებრივ აირს კრისტალურად გამჭვირვალე საბაზისო ზეთად გარდაქმნის.
ისეთი წამყვანი პრემიუმ მწარმოებლის მხრიდან, როგორიც BMW-ა, ასეთი ნდობის გამოცხადება Shell-ის ტექნოლოგიის უდავო უპირატესობაზე მიუთითებს“.
როგორც კომპანიაში ამბობენ, საქართველოში, ბრიტანული ბრენდის რეპუტაციიდან და ხარისხიდან გამომდინარე, Shell-ის პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. BMW-ს მფლობელებისთვის სპეციალურად ამ მარკისთვის დამზადებული ძრავის ზეთის შეთავაზებაც, მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსის გაზრდას ემსახურება.
--
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Transcaucasian Distribution Company 2010 წელს დაარსდა და რეგიონულ ბაზარს პრემიუმ ბრენდების პროდუქციას სთავაზობს. ესენია: Shell, Brembo, Energizer, Exide, Deta, Hagen, Hengst, Mann, Filtron. Shell-ის საცხებ-საპოხი მასალების დისტრიბუციას TDC საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ახორციელებს.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტ...
Თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის ...
თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს. კომპ...
25-დან 28 აპრილის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით შოპინგისას, დაიბრუნეთ თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი extra.ge -ზე. ქეშბექთან ერთად, მომხმარებელს სააღდგომოდ, განსაკუთრებული ფასდაკლებებიც ...
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. ღონისძი...
თიბისიმ სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა. QR-ით გადახდისას, მომხმარებელ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები