1 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა ჰოლდინგმა“ თბილისში ელექტროავტობუსი ჩამოიყვანა

 

2 კვირაა, თბილისის ქუჩებში „თეგეტა ჰოლდინგის“მიერ შემოყვანილი ელექტროავტობუსი გადაადგილდება. BYD-ის ბრენდის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მგზავრებს N321 სამარშრუტო ხაზზე ემსახურება, ქალაქში სატესტო რეჟიმში გაეშვა. ჩინური ავტოგიგანტი და ელექტრომიმართულებით ნოვატორი კომპანია BYD, ჩინეთის გარდა, ფარავს ამერიკისა და ევროპის კონტინენტებს და უამრავ ქვეყანაში წარმატებით ოპერირებს.

ელექტროავტობუსს „თეგეტა ჰოლდინგის“  შვილობილი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ფლობს და ის თბილისამდე ერევნის მუნიციპალიტეტში, ასევე სატესტო რეჟიმში, ერთი თვით იყო გაგზავნილი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს არის სატესტო პერიოდი როგორც თეგეტასთვის, ისე მუნიციპალიტეტებისთვის, რათა ყველა მხარემ შეძლოს, მუნიციპალური ელექტროტრანსპორტის სამომავლო პერსპექტივები, საჭიროებები და შესაძლებლობები რეალურად განსაზღვროს.

გიორგი პაპოშვილი, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი:„მოგეხსენებათ, მსოფლიო უკვე შეთანხმდა, რომ ავტოინდუსტრიის მომავალი ელექტრიფიკაციასთან სულ უფრო სწრაფი ტემპებით იკვეთება და, შესაბამისად, ყველა წამყვანი ბრენდი ცდილობს, არსებული პროდუქცია ელექტროალტერნატივას მოარგოს. ამ მხრივ, საქართველოსა და რეგიონში მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით ნოვატორი კვლავ თეგეტაა. 

მთავარი მახასიათებელი, რომელსაც ელექტროტრანსპორტის შერჩევისას ყურადღება ექცევა, არის ბატარეის მოცულობა. BYD-ის ელექტროავტობუსი, ბევრ სხვა მახასიათებელთან ერთად, ამითაც გამორჩეულია. ის აღჭურვილია სწრაფი დამტენით, რაც გულისხმობს, რომ მას შეუძლია  0%-იდან 100%-ამდე ელექტროენერგიით შევსება სულ რაღაც 4 საათში და ერთი დამუხტვით 450 კილომეტრს გადის“.

როგორც გაირკვა, ელექტროავტობუსებით მუნიციპალიტეტის პარკის გამრავალფეროვნება განსაკუთრებით დიდ ინფრასტრუქტურულ მომზადებას, მართვისა და დაგეგმვის განსხვავებული სპეციფიკის დანერგვას მოითხოვს. ელექტროავტობუსის  სატესტო რეჟიმში გაშვება კი ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ სამომავლო პერსპექტივაში თეგეტა მსგავს პროექტებს მზად შეხვდეს.

გიორგი პაპოშვილი, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „ელექტროტექნიკასთან დაკავშირებით ნებისმიერი ავტორიზაციის მიღებას განსაკუთრებული მომზადება სჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ შეხება გვაქვს მაღალ ძაბვასთან, პირველ ადგილზე დგას უსაფრთხოება და ამ ყველაფრისთვის მზაობას სპეციალური ტრენინგები, გადამზადების კურსები, აღჭურვილობა და პროფესიონალების ჩართულობა სჭირდება.

როგორც ყოველთვის, ვცდილობთ, ამ მიმართულებითაც ნოვატორები ვიყოთ, ბაზარზე მოწინავე პოზიცია დავიკავოთ და ნებისმიერი ახალი მოთხოვნის შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფად და მოქნილად ვიმოქმედოთ“.

ელექტროავტობუსი თბილისში, N321 სამარშრუტო ხაზზე მგზავრებს 15 დეკემბრამდე მოემსახურება. ერთთვიანი სატესტო ვადის ამოწურვის შემდეგ, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტისგან, ისე თეგეტასგან, შეფასდება განვლილი პერიოდი და სამომავლოდ ამ მიმართულებით განვითარებისთვის მუშაობა გაგრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:01

    საგაზაფხულო შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“...

    სეზონური ცვლილებები ავტომობილის სხვადასხვა დეტალზე აისახება, შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა. გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ავტომობილის გასამართად ...

  • 15:13

    2023 წელს „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ 549 ავტომობილი გა...

    2023 წელი „მაზდა ცენტრი თეგეტასთვის“ ზრდის წელი იყო - გაყიდვებმა 549 ერთეული შეადგინა. კომპანიამ ეს მაჩვენებელი, 2022 წელთან შედარებით, გააორმაგა.    2023 წლ...

  • 14:27

    სამუშაო გარემოს მრავალფეროვნება თიბისიში...

    თიბისი 32 წელია დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად ვითარდება, მუდმივად ცდილობს, თანამშრომლებს ჯანსაღი სამუშაო პირობები და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობები შესთავაზოს. აქ იციან, რა სჭირდება ადამიან...

  • 13:10

    ავტოდაზღვევის პროდუქტი დისტრიბუტორებისთვის თიბისი ...

    თიბისი დაზღვევა ბიზნესებს ახალ პროდუქტს, სადისტრიბუციო ავტომობილების დაზღვევას, სთავაზობს. პროდუქტი განკუთვნილია მეწარმეებისთვის და კომპანიებისთვის, რომლებიც გადაზიდავენ საქონელს საქართველოს ტერიტორი...

  • 18:16

    საერთაშორისო ჯილდო და გაყიდვების 70%-იანი ზრდა - T...

      კავკასიის რეგიონში JCB-ის ოფიციალურმა დილერმა „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანია Tegeta Construction Equipment-მა 2023 წელი  გაყიდვების გაუმჯობესებული მაჩვენებლით დაასრულა ...

  • 13:14

    Pepperboy - პანაზიური სამზარეულოს და მიქსოლოგიის ჰ...

    აღმოსავლეთ აზიის სამზარეულოს, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქალაქებში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, საქართველოში არსებობის ხანმოკლე, მაგრამ დინამიკური განვითარების ისტორია აქვს. დღეს ქართულ ბაზარზე აზიუ...

  • 15:49

    Europcar Georgia-მ 2023 წელი წარმატებით დაასრულა დ...

      რეგიონული გაფართოება, საერთაშორისო ჯილდოები, გაზრდილი ავტოპარკი და ფინანსური მაჩვენებლები -  Europcar Georgia-მ გასული წელი მნიშვნელოვანი წარმატებით დაასრულა. გაიზარდა კომპანიაში დასაქმებუ...