1 4 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

რას დაგახვედრებს თიბისი Tester’s Day 2023-ზე

9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა. GeoSTQB, თიბისის მხარდაჭერით, ამასთან დაკავშირებით დიდ, 2-დღიან ღონისძიებას ატარებს. ტესტერთა დღე 9-10 სექტემბერს, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება. იქნება პანელური დისკუსიები, ვორფქშოფები, აუდიტორიის წინაშე წარდგებიან სპიკერები როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან. განიხილება მრავალი საინტერესო საკითხი.

 

თიბისიში, როგორც ტექნოლოგიურ კომპანიაში ტესტირების მიმართულებით 180 ადამიანი მუშაობს. 90 მათგანი ტესტერია, 90 - ინჟინერი, რომელიც ავტომატიზაციას უზრუნველყოფს. ტესტერები ყოველდღიურად ამარტივებენ ადამიანების ცხოვრებას და პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების სიჩქარეზე და მაღალ ხარისხზე ზრუნავენ.

 

თიბისის ტექ.გუნდიდან ტესტერთა დღეზე თათია სებისკევრაძე და ცოტნე აბურჯანია წარსდგებიან, რომლებიც ტექნოლოგიურ, ინოვაციურ და ინსპირაციულ ტრენდებზე და გამოწვევებზე ისაუბრებენ.

 

“თიბისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის მხარდაჭერა, რადგან ტესტერთა დღის ღონისძიებაზე ხდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რაც იზიდავს და აინტერესებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს და უჩენს ამ პროფესიის დაუფლების სურვილის. ამავე კონფერენციაზე ახალგაზრდებს აქვს საშუალება გაეცნონ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს და გამოხატონ ტესტირების ინჟინერიის მიმართულებით დასაქმების თუ გაცნობის სურვილი. პოპულარიზაციის ზრდასთან ერთად შესაბამისი მიღწევები აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ქვეყნის მასშტაბით”. - ამბობს ალეკო ისკონიანი, თიბისის ხარისხის უზრუნველყოფისა და ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულების ხელმძღვანელი.

 

9 სექტემბერს ღონისძიებაზე იქნება კომპანიის სივრცეებიც, სადაც მიიღებთ ინფორმაციას როგორც ვაკანსიების, ისე ტრენინგების შესახებ.

 

გაიგე მეტი: https://helloblog.ge/story/Tbc-tech-Testers-day-2023

რეგისტრაციისა და ბილეთების შესაძენად კი გადადით ამ ლინკზე

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები