0 1 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აჭარაბეთი საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ოფიციალური სპონსორი გახდა

 

კომპანია აჭარაბეთსა და  „საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნულ ფედერაციას’’ შორის თანამშრომლობის  გრძელვადიანი მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში  აჭარაბეთი  მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს.

 

"აჭარაბეთისთვის სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, კომპანია წლებია სპორტის მხარდამჭერია და ძალიან დიდ ინვესტიციებს ანხორციელებს ქართული სპორტის განვითარებისთვის.

 ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ  თამაშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ  საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ  ნაკრებთან. თანამშრომლობის პერიოდში არაერთი საინტერესო პროექტი გველოდება წინ და დარწმუნებული ვარ არაერთხელ ვიამაყებთ  ჩვენი მიღწევებით“ - განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა -ნინი გუჯაბიძემ.

 

„დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ რეგიონში ყველაზე ძლიერ და წარმატებულ კომპანიასთან, დღეიდან  აჭარაბეთი საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორია. ძალიან მნიშვნელოვანია ,როდესაც ესეთი ძლიერი კომპანია ხდება შენი პარტნიორი, რადგან კერძო სექტორის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია გავნითარებისთვის. აჭარაბეთთან ერთად ძალიან ბევრ  საინტერესო პროექტს შევთავაზებთ   ჩვენს გულშემატკივარს და რაც მთავარია, ერთობლივად შევქმნით ისეთ პროექტს ,რომელიც აუცილებელია წყალბურთის განვითარებისთვის’’ - განაცხადა   საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა  - ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები