ლიბერთის მხარდაჭერით ქართულმა ბიზნესებმა თავისი პრ...
ლიბერთისა და Globalize პლატფორმის პარტნიორობის ფარგლებში, 2023 წლის 26 მაისს, ნიუ-იორკში (ა.შ.შ.) ლეგენდარულ Webster Hall-ში, "Globalize NY" კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო...
|
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს და იაპონური ბრენდის ავტომფლობელებისთვის 2023 წელსაც საინტერესო და მრავალფეროვანი შეთავაზებებით იწყებს. 17 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით ფიზიკური პირებისთვის მოქმედებს აქცია, რომლის ფარგლებშიც, სერვისზე წინასწარი ჩაწერის შემთხვევაში, მომხმარებლები მიიღებენ 30% ქეშბექსსხვადასხვა პროდუქტზე. გარდა ამისა, განსაკუთრებული შეთავაზება მოქმედებს მათთვის, ვისაც Toyota C-HR-ის შეძენა სურს.
დასაჩუქრდით Toyota C-HR-ის შეძენისას
თუ ამ გამორჩეულ ავტომობილს 17 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით შეიძენთ" შესაძლებლობა გექნებათ, აირჩიოთ საჩუქარი: TOYOTA CASCO-ს 1-წლიანი დაზღვევა ან 4 ცალი ზამთრის საბურავი. აღნიშნული შეთავაზებით ფიზიკური პირები ისარგებლებენ.
Toyota C-HR - ეს არის ურბანული ქროსოვერი, რომელიც აკმაყოფილებს ქალაქის ყველა მოთხოვნას. მოდელი გამოირჩევა ორიგინალური დიზაინით, ეკონომიურობითა და კომფორტით.
მათთვის კი, ვინც უკვე ფლობენ იაპონური ბრენდის ავტომობილებს, „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ 17 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით 30%-იანი ქეშბექიმოქმედებს შემდეგი პროდუქტების შეძენისას:
საბურავები - რადგან ჰაერის ტემპერატურა უკვე ჩამოსცდა 0 C°-ს, აუცილებელია, რომ ასეთი ამინდის პირობებში ზამთრისათვის შესაბამისი საბურავებით გადავადგილდებოდეთ. „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ უმაღლესი ხარისხის საბურავების შეძენის შემთხვევაში გადახდილი თანხის 30% უკან დაგიბრუნდებათ ქეშბექის სახით. აქციით სარგებლობისთვის საჭიროა სერვისზე წინასწარი ჩაწერა.
აკუმულატორები - შეთავაზებით ისარგებლებთასევე „ტოიოტას“ ორიგინალი აკუმულატორების შეძენისას. ტემპერატურის ცვლილება გავლენას ახდენს აკუმულატორებზეც, ამიტომ რეკომენდებულია მათი დიაგნოსტირება. წინასწარი ჩაწერის შემთხვევაში მომხმარებლებსშესაძლებლობა ეძლევათ, აკუმულატორის რესურსიუფასოდ შეამოწმონ, ხოლო შეცვლის საჭიროების შემთხვევაში შეიძინონ „ტოიოტას“ ორიგინალი აკუმულატორი და მიიღონ 2-წლიანი უპირობო გარანტია. გადახდილი თანხის 30% კი ქეშბექისსახით უკან დაიბრუნონ.
ანტიფრიზი - ზამთრის დადგომასთან ერთად, მნიშვნელოვანია ანტიფრიზის დონის შემოწმებაც. „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ ქეშბექის აქცია მოქმედებს ანტიფრიზის შეძენის შემთხვევაშიც. გადახდილი თანხის 30% ნათურებისა და მინისმწმენდების ყინვაგამძლე სითხის შეძენის დროსაც დაგიბრუნდებათ.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შეთავაზებებით სარგებლობისას სერვისცენტრებში თქვენს ავტომობილზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება მთლიანად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
ლიბერთისა და Globalize პლატფორმის პარტნიორობის ფარგლებში, 2023 წლის 26 მაისს, ნიუ-იორკში (ა.შ.შ.) ლეგენდარულ Webster Hall-ში, "Globalize NY" კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო...
კომპანია PSP დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და 26 მაისი ტრადიციულად სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნავს. აფთიაქები და ფარმაცევტების ბეიჯები გაფორმებულია სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ვ...
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და Unicef-ის ორგანიზებით ახალი პროექტი Junior Tech იწყება, რომლის ფარგლებშიც საქართველოში მცხოვრები 100 ბენეფიციარი ტექნოლოგიური მი...
თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და Unicef-ის ორგანიზებით ახალი პროექტი Junior Tech იწყება. Junior Tech-ის პროგრამა გულისხმობს საქართველოში მცხ...
2023 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105-ე წელი შესრულდა. 26 მაისს თიბისი, ტრადიციულად, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად ზეიმობს. ამ დღის აღსანიშნავად, თიბისიმ კრეატიულ სააგენტო &nbs...
თიბისი დაზღვევა “ლექსუს თბილისთან” გახსნის დღიდან თანამშრომლობს და მის მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. მათ შეუძლიათ სპეციალურად მათზე მორგებული 3 უნიკალური სადაზღვევო პაკე...
1 ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ზეიმობს. ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack უკვე მესამე წელია ამ დღეს აღნიშნავს ყველაზე მაღალი ქეშბექის აქციით "ქეშბექობანა", რომელშიც ყველას...
მაისი 2023 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები