1 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციას კიდევ 15 სტარტაპი გაივლის

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოს ბანკთან და 500 Global-თან ერთად სტარტაპების ხელშეწყობას განაგრძობს. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქსელერატორი ახალი პროგრამის ფარგლებში კიდევ 15 სტარტაპს გადაამზადებს.

 

პროგრამაში მონაწილეობისთვის აპლიკაციები შემოვიდა მთელი მსოფლიოდან. სტარტაპების დაახლოებით 50% საქართველოში, დანარჩენი კი აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ბრიტანეთში და ამერიკაში ინკორპორირებული კომპანიები იყვნენ. შემდეგი 15 კომპანია, რომელიც მონაწილეობას მიიღებს მესამე ნაკადში, ასე გამოიყურება: Bonpara, CALEN AI, Crosscreators, Epoint, GOTCHA, iDialogue, Kings, KOVZY, LiveBoard, Praktika, Pyme, QuickShipper, TASS VISION, Text'nPayMe, and Voiceloft.

 

პროგრამაში მონაწილე კომპანიის დამფუძნებლები არიან ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა:   სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, გერმანია, უზბეკეთი და სხვა. 500Georgia მესამე ნაკადის სააქსელერაციო პროგრამა დღეს დაიწყო და  იანვარში, დემო დღით დასრულდება. პროგრამა შედგება სხვადასხვა ფაზებისგან და მოიცავს, როგორც სესიებსა და ვორქშოფებს, ასევე ინდივიდუალურ მენტორობას თითოეული კომპანიისთვის.

 

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკსა და  500 Global-ს შორის  (500 Startups Incubator L.L.C)  ხელშეკრულება რამდენიმე თვის წინ გაფორმდა, რომლის მიხედვითაც 500 Global-ი ოთხი წლის განმავლობაში სტარტაპებს საქართველოში გადაამზადებს. გლობალური დონის აქსელერაციის პროგრამა წელიწადში ორჯერ ჩატარდება და სტარტაპებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საშუალება ექნებათ, გაიარონ გადამზადების ინტენსიური კურსი, რომელიც დემო დღით დასრულდება. დამატებით, ყოველი ნაკადის გამარჯვებული სტარტაპი, 500 Global-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

 

მძლავრი გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა, 500 Global-ი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს  ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2020 წელს შემოვიდა.   პირველად სამმხრივი შეთანხმება 20 თებერვალს გაფორმდა. 2020-2021 წლის განმავლობაში 500 Global-მა საქართველოში აქსელერაციის ორი პროგრამა ჩაატარა, რომელიც ჯამში 30-მა ქართულმა და საერთაშორისო ტექნოლოგიურმა სტარტაპმა გაიარა. მათგან ოთხი სტარტაპი - CARDEAL, Cargon, Payze, Agrolabs - სილიკონის ველიზე გაემგზავრა პროგრამის ფინალურ კომპონენტში მონაწილეობისთვის, რაც ახალი კონტაქტების დამყარების და ინვესტორებთან დაკავშირების აქტივობებს მოიცავდა.

 

500 Global-მა საქართველოში ბიძგი მისცა ადგილობრივი სტარტაპების ზრდას და განვითარებას. პროგრამის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების მზაობა უცხოური კერძო კაპიტალისთვის. ბევრი მათგანი გაფართოვდა სხვა ქვეყნის ბაზრებზეც, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთში, და ინდოეთში. როგორც საქართველოს ბანკი აღნიშნავს, TechCrunch-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში, 500Georgia-ს მონაწილე კომპანიების ღირებულება 212%-ით გაიზარდა. 

 

500 Global არის გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანია, რომელიც ადრეულ ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპ დამფუძნებლებში, რომლებიც აშენებენ სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 2010 წელს დაარსების დღიდან, 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს, რომლებიც 2600-ზე მეტ კომპანიას  წარმოადგენენ და მუშაობენ 81 ქვეყანაში. მისი პორტფელი მოიცავს 45 კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 130+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარზე მეტია. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს დაინტერესებულ მხარეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებსა და კორპორაციებს, შექმნან სამეწარმეო ეკოსისტემები, სადაც სტარტაპები შეძლებენ სწრაფ განვითარებას.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:41

    „მარტვილის მარანი“ - მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე...

    დღეისათვის უკვე საკმაოდ ცნობილი, ხარისხით, გემოვნური თვისებებითა თუ დახვეწილი დიზაინით გამორჩეული ბრენდი - „მარტვილის მარანი“ - საქართველოს ბაზარზე 2012 წელს, „ვინო მარტვილეს“...

  • 13:09

    საბურავები 59 ლარიდან - „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზე...

      წლის ნებისმიერ სეზონზე უსაფრთხოდ გადაადგილება თანაბრად მნიშვნელოვანია. ავტომობილის მფლობელებს სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ყველაზე მეტი ყურადღება მისცვეთად ნაწილებ...

  • 12:05

    Forbes Georgia-ს პროექტზე 30 UNDER 30 განაცხადების...

    თიბისისთან პარტნიორობით, Forbes საქართველო წელსაც შეარჩევს ფორბსის 30-წლამდელთა სიას. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მიმდინარე წლის მაისში გაიმართება. Forbes 30 under 30 2022 პროექტში რეგისტრაცია იანვ...

  • 11:07

    Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა საუკეთესო მომწოდებლად საქართველოში. თიბისიმ აღიარება...

  • 18:14

    ,,ლიბერთი, მასშტაბური პროექტის ,,ახალგაზრდული მეწა...

    ქვემო ქართლის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა RDYE პროექტის ერთკვირიანი ბიზნეს გადამზადების პროგრამა დაასრულეს. რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანს...

  • 15:29

    სიახლე - ლიბერთის ბანკომატებში Apple Pay-ს და Goo...

    ლიბერთის ბანკომატებში სიახლე დაინერგა - დღეიდან, ბანკომატში ფიზიკური ბარათის მოთავსების გარეშე, Apple Pay-ს ან Google Pay-ს გამოყენებით, ლიბერთის ბარათების მფლობელებს ბანკომატებში ნებისმიერი ოპერაციი...

  • 13:28

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის ...

    ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირება, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესების განათლების ხელშეწყობა — ეს თიბისის მისიაა, რომლის შესასრულებლად, უკვე მეექვსე წელია, პროგრამი...