0 6 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Photo Bus – “თეგეტა მოტორსის” სოციალური ექსპერიმენტი

 

 

"იზრუნე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე“ კამპანიის ფარგლებში "თეგეტა მოტორსი“ სოციალურ ექსპერიმენტს ატარებს. Photo Bus-ი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. გამვლელებს  შესაძლებლობა აქვთ უფასოდ გადაიღონ სამახსოვრო ფოტო, მანამდე კი რამდენიმე მარტივ კითხვაზე უნდა უპასუხონ. შეკითხვების შინაარსი  მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს ეხება, მათ შორის:

·         შეგიქმნიათ თუ არა საავარიო სიტუაცია?

·         გაგისწრიათ თუ არა ავტომობილისთვის გამაფრთხილებელი ციმციმას ჩართვის გარეშე?

·         გადაგიჭარბებიათ თუ არა სიჩქარისთვის დასახლებულ პუნქტში?

პასუხების მიხედვით ეკრანზე გამოჩნდება ვიდეორგოლი, რომლის ყურების დროსაც გამოწვეული ემოციები მოულოდნელად ფოტოებში აისახება.  

ვიდეორგოლის შინაარსი, რომელსაც ეკრანზე იხილავენ მონაწილეები, დამოკიდებულია ადრესატის პასუხებზე. თუ ადამიანი იცავს უსაფრთხოების წესებს, მისთვის ბედნიერი მგზავრობის ამსახველი ვიდეო ჩაირთვება.  

ის მოქალაქეები კი რომლებიც ხშირად არღვევენ უსაფრთხოების წესებს, ნახავენ გამაფრთხილებელ ვიდეორგოლს, თუ რა უარყოფით შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს გაუფრთხილებელმა მოქმედებამ. ხმოვანი მესიჯი კი წესების დაცვისა და სიფრთხილისაკენ მოუწოდებს.

"თეგეტა მოტორსის“ სოციალური ექსპერიმენტის მიზანია მონაწილეებს დაანახოს რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნორმების დაცვა.  მოულოდნელად გადაღებული ფოტოების საშუალებით, რომელიც მათ ემოციებს აღწერს, კი დააფიქროს საკუთარ ქმედებებზე, რათა  მომავალში მეტად იზრუნონ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 20:16

    უკომპრომისოდ სპორტული - ახალი Porsche 911 GT3 RS...

    ახალი Porsche 911 GT3 RS-ის კონცეფცია საიდუმლოს მის გამოსვლამდეც არავისთვის წარმოადგენდა: ეს უკომპრომისოდ, მაქსიმალური პერფორმანსისთვის შექმნილი მანქანაა. ახლა კი ის უკვე მზადაა: 525-ცხენისძალიანი სუპ...

  • 15:09

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული...

    საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკი, საინტერესო და ტრადიციული, სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. „ბახმაროსა"და „ნაბეღლავის" ორგანიზებითა და...

  • 13:11

    კომპანია PSP ფარმაცევტრული სექტორის განვითარებაზე ...

    PSP-ს მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით გააფართოვოს ფარმწარმოების ნაწილი და საქმიანობის კონცენტრირება სრულად მოახდინოს ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე. წარმოების ...

  • 12:28

    „იზრუნე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე” - „თეგეტა ...

    რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოდ მგზავრობისთვის და როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან საგზაო შემთხვევები? „თეგეტა მოტორსის“ პოდკასტების სერიის ფარგლებში, ავტომრბოლელი დათა ქაჯაია და &nb...

  • 09:45

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წალკაში ყველის საწა...

    საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, რეგიონებში პროექტების განხორციელების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით საქართველოს ბანკსა და მცირე მეწარმის პარტნიორობის შედეგად ახალქალაქში ყველ...

  • 14:43

    საქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინ...

    საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა მსოფლიოს მასშტაბით გამოავლინა საუკეთესო კორპორატიული/ინსტიტუციონალური ციფრული ბანკები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მათ შორისაა საქართველოს ბანკიც, რომელიც...

  • 14:41

    „როდესაც მე გარკვეული მიზეზით, ისედაც შეზღუდული მა...

    „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გადაადგილება საქართველოში არც ისე მარტივია“ - პარაოლიმპიელი სპორტსმენი ირმახეცურიანი ამბობს, რომ ყველაზე მთავარი შესაბამისი, ...