„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკ...
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
|
საქართვლოს ბანკი, როგორც სტარტაპების ხელშემწყობი ბანკი განაგრძობს საინტერესო ღონისძებების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind Tbilisi, Catapult VC და US Market Access Center-ის მასპინძლობით გაიმართა ღონისძიება- ვენჩურული კაპიტალისთვის მზადება: გზა იდეიდან მაღალი ღირებულების კომპანიამდე. მისი მიზანი იყო ხელი შეეწყო სტარტაპებისთვის, რომლებსაც სურთ, ისწავლონ როგორ გახდნენ მასშტაბირებადი და გაიგონ თუ რა სჭირდებათ წარმატებული ზრდისა და დაფინანსებითვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უფრო ადრეული ეტაპის დამფუძნებლებიც, ვისაც სურთ წინასწარ მოემზადონ ამ გზისთვის.
“სტარტაპისთვის ვენჩურული კაპიტალისგან დაფინანსების მიღება არ არის დასასრული, არამედ დასაწყისი ინტენსიური საქმიანობის. დაფინანსების თითოეულ ეტაპზე დამფუძნებლები ვალდებულებას იღებენ ინვესტორების წინაშე, რომ მიაღწევენ ღირებულების და წარმატების გარკვეულ დონეს. ამ ეტაპებში კარგად გამორკვევა და ინვესტორების თვალით დანახვა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს მიზნების თანხვედრა და ინვესტიციის დიდ ღირებულებად ქცევა“,- განაცხადა კოლინ დონოჰიუმ, Startup Grind Tbilisi-ს დირექტორმა.
ღონისძიებაზე ისაუბრა სამმა, ტოპ ვენჩურული კაპიტალის ინვესტორმა სილიკონ ველიდან. ესენი არიან:
ჯონათან თაუერი– Catapult VC-ს, სილიკონ ველის ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული ფონდის მმართველი პარტნიორი. კატაპულტის პორტფოლიოდან 23 სტარტაპი მოგვიანებით გახდა მილიარდი ან მეტი დოლარის ღირებულის. ეს მოიცავს Jet.com (IPO, $3B) და Dollar Shave club (IPO $1B).
ბილ რაიკერი- Pegasus Tech Ventures-ის პარტნიორი. ბილი იყო Garage Technology Ventures-ის დამფუძნებელი Guy Kawasaki-სთან ერთად, რომელიც მოგვიანებით შეისყიდა Pegasus Tech Ventures-მა. მან თავად დააფუძნა 4 ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელთაგან ორმა დაიწყო აქციების საჯაროდ გაყიდვა. ახლა ის არის პარტნიორი Pegasus Tech Ventures-ში (64 ექსითი, 20 IPO).
მარვინ ლიაო – Diaspora Ventures-ის პარტნიორი. ის ასევე იყო 500 Startups-ის პარტნიორი 6 წლის განმავლობაში, სადაც მან შექმნა მათი წამყვანი სან ფრანცისკოს აქსელერატორი. მას ინვესტიცია გაკეთებული აქვს 400-ზე მეტ ადრეული ეტაპის სტარტაპებში.
ღონისძიებაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: ვენჩურული ანბანის ცოდნა (პანელი და დისკუსია) - რა უნდა აჩვენონ სტარტაპებმა ვენჩურული კაპიტალის მოძიების სხვადასხვა ეტაპზე; სტარტაპიდან მასშტაბირებამდე Bill Reichert-თან ერთად - რა უნდა გააკეთოს სტარტაპმა იმისთვის რომ შეძლოს მასშტაბირება. ასევე, დასაწყისიდანვე დასასრულის ცოდნა - სხვადასხვა ექსითის სტრატეგიები, რას ეძებენ სტარტაპის მყიდველები და რატომ ან რატომ არ გავაკეთოთ აქცენტი პირველად საჯარო შეთავაზებაზე (IPO).
ღონისძიება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტ...
Თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის ...
თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს. კომპ...
25-დან 28 აპრილის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით შოპინგისას, დაიბრუნეთ თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი extra.ge -ზე. ქეშბექთან ერთად, მომხმარებელს სააღდგომოდ, განსაკუთრებული ფასდაკლებებიც ...
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. ღონისძი...
თიბისიმ სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა. QR-ით გადახდისას, მომხმარებელ...
კომენტარები