1 0 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სტარტაპ კურსი — გზამკვლევი ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის

სტარტაპის შექმნა და შენარჩუნება არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მათი ნაწილი პირველივე წელს იხურება, ხოლო ბაზარზე საკუთარ ადგილს პოულობენ ის სტარტაპები, რომლებიც მუდმივად სწავლობენ, უსმენენ მომხმარებელთა მაჯისცემას და ქმნიან ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ პროდუქტებს ციფრული სამყაროსთვის. ესაა სფერო, სადაც სიახლეები არასდროს ილევა, სტარტაპის გაძლიერებისთვის კი ამ სიახლეებს მუდმივად უნდა ეძებდე.

 

სწორედ ამ მიზნით — სტარტაპერობით დაინტერესებული ადამიანების ცოდნის ასამაღლებლად და ბიზნესის მხარდასაჭერად თიბისიმ სტარტაპ კურსი შექმნა. ესაა კურსი-გზამკვლევი, სადაც პროფესიონალები ბიზნესის დაწყების მსურველებს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.

 

კურსი შვიდი მოდულისგან შედგება და მოიცავს გზას იდეის გაჩენიდან ინვესტორებთან წარსადგენი ე.წ. pitch-ის მომზადებამდე. ეს ლექციებია:



  • სტარტაპ იდეის ფორმირება — დავით მარკოზაშვილი
  • მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნა — გიგი ჯანელიძე 
  •  ბიზნეს მოდელის განსაზღვრა — თორნიკე ჩხაიძე
  • სტარტაპის ფინანსების მართვა — შალვა ახრახაძე 
  •  ბრენდი და კომუნიკაცია — ნინო ეგაძე 
  • ციფრული მარკეტინგი — პავლე გაბრიჭიძე
  • ინვესტიციების მოზიდვა და ფიჩინგი — ლადი გაბუნია

 

აქვე, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მომავალ ლექციებზე ან სრულ კურსზე - https://bit.ly/Startuperi  სტარტაპ კურსი სრულად დაფინანსებულია თიბისის მიერ და მონაწილეებისათვის უფასოა.

 

ლექტორები მიიჩნევენ, რომ სტარტაპ კურსი მსმენელებს ახალი იდეების ჩამოყალიბებასა და ბიზნესსაქმიანობის უკეთ წარმართვაში აუცილებლად დაეხმარება. მათ ხედვებს ამ ბლოგში უფრო ახლოს გაგაცნობთ.

 

მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნა — გიგი ჯანელიძე

გიგი ჯანელიძე თიბისის დიზაინ ტრანსფორმაციის ხელმძღვანელია და უკვე 15 წელია, დიზაინის სფეროში საქმიანობს. მის სესიაზე სტარტაპერობით დაინტერესებული ადამიანები გაიგებენ, როგორ შეიძლება გუნდი მომხმარებელს დაუახლოვდეს და გახდეს ემპათიური. 

 

“დღეს მომხმარებლებს  გადაწყვეტილების მისაღებად დიდი არჩევანი და ნაკლები დრო აქვთ. თუ თქვენ და თქვენი გუნდი მუდმივად არ იქნებით მომხმარებელთან კავშირში, არსებობს იმის რისკი, რომ ძალიან დიდი დრო და ენერგია დახარჯოთ ნაკლებად ფასეულ საკითხებზე. არც ის უნდა დაივიწყოთ, რომ რაც უფრო მეტი ინფორმაცია გაქვთ შეგროვებული, უკეთესი იდეების გენერირების მით მეტი შესაძლებლობა გიჩნდებათ”, — ამბობს გიგი.

 

შეხვედრაზე ლექტორი აუდიტორიას გაუზიარებს ინფორმაციას იმ მეთოდებსა და პროცესებზე, რომლებსაც მომხმარებელზე ორიენტირებული ტექნოლოგიური კომპანიები იყენებენ. ასევე მიმოიხილავს Agile მეთოდოლოგიას,  Design Thinking-ის მეთოდოლოგიებს და პრაქტიკებს. 

 

ბიზნესმოდელის განსაზღვრა — თორნიკე ჩხაიძე

ბიზნესმოდელის განსაზღვრის შესახებ სტარტაპ კურსზე თორნიკე ჩხაიძე ისაუბრებს. იგი საკონსულტაციო კომპანია SavvY-ს, სტარტაპ Ukve-ს და crowdfund.ge-ის თანადამფუძნებელია. 

 

“ეს კურსი გახდება ერთგვარი სახელმძღვანელო (იდეის გენერირებიდან მისი აღსრულებამდე) ნებისმიერი ადამიანისთვის, იმისდა მიუხედავად, აქვს ბიზნესიდეა თუ არა”, — ამბობს თორნიკე.

 

შეხვედრა თეორიულთან ერთად პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავს და უკეთ გაერკვევით, რა არის ბიზნესმოდელი, რა ტიპის ბიზნესმოდელები არსებობს სტარტაპებისთვის, გაიცნობთ lean canvas მოდელს და ააწყობთ ბიზნესმოდელს საკუთარი იდეების მიხედვით. 

 

“დარწმუნებული ვარ, ღირებულ ინფორმაციას მიიღებს ყველა ის ადამიანი, ვინც კურსს გაივლის. ველი განსხვავებულ ადამიანებს, განსხვავებული იდეებით, რაც თავად კურსსაც საინტერესოს გახდის”, — აღნიშნავს თორნიკე.

 

სტარტაპის ფინანსების მართვა — შალვა ახრახაძე 

შალვა ახრახაძეს 15-წლიანი გამოცდილება აქვს ფინანსების მიმართულებით და უკვე მეათე წელია აქტიურადაა დაკავებული აკადემიური საქმიანობით. სტარტაპ კურსზე იგი დამსწრეებს გააცნობს იმ ფინანსურ პრინციპებს, რომლებიც სტარტაპებს ყოველდღიურად დაეხმარება. 

 

“ამ სესიაზე დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა, პასუხი მიიღონ მათთვის აქტუალურ ნებისმიერ ფინანსურ კითხვაზე”, — ამბობს შალვა.

 

იგი სტარტაპ კურსის ინიციატივას დროულს უწოდებს: “საბედნიეროდ, ჩვენს რეალობაში ყოველდღიურად უამრავი ახალი სტარტაპი იქმნება. ძალიან ხშირად სტარტაპერებს ბევრი კითხვა აქვთ, რაზეც პასუხი სწრაფად და ეფექტიანად სჭირდებათ. შესაბამისად, ამ ინიციატივას ვუყურებ როგორც ძალიან დროულს და ვთვლი, რომ ძალიან მადლიანი საქმეა”, — ამბობს იგი.

 

შალვა აღნიშნავს, რომ აუდიტორიასთან შეხვედრის დიდი მოლოდინი აქვს. სესიაზე კი განიხილავს სტარტაპებისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებს და უპასუხებს დამსწრეებისთვის აქტუალურ კითხვებსა და პრობლემებს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:50

    „აჭარაბეთის’’ საპატიო ელჩი ლაშა შავდათუაშვილი აბუ...

    „აჭარაბეთის“ საპატიო ელჩი ლაშა შავდათუაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტი გახდა, რომელიც ოლიმპიადის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია.   არაბეთის გაერთიანებულ ...

  • 16:05

    საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 26 ნოემბ...

    საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობს.  ჩვენი ქვეყნის მეტოქეები  G ჯგუფში უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია და&nb...

  • 14:44

    თიბისელები ინოვაციური იდეებით - გაიცანით სტარტაპ დ...

    დღეს ციფრული სერვისების, აპლიკაციებისა და ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია. თანამედროვე ადამიანები ცხოვრებისეული რუტინის გამარტივებაზე მუდმივად ფიქრობენ, თუმცა ნებისმიერ კარგ იდეა...

  • 14:17

    საქართველოს ბანკი საქართველოს კალათბურთის ეროვნული...

    საქართველოს ბანკი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მთავარი პარტნიორი გახდა. მხარეებს შორის 4 წლიან ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. საქართველოს ბანკი თანამშრომლობის ფარგლებში, 2025 წლის ჩათ...

  • 10:53

    Black Friday-ის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“ ...

    26-30 ნოემბერს თეგეტა მოტორსი Black Friday კვირეულის ფარგლებში ავტომომხმარებელს სერვისსა და პროდუქტებზე 30%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. ეს საუკეთესო დროა რომ ავტომობილი გამართო და ზამთრისათვის მოამზად...

  • 18:37

    Toyota bZ4X-ის მსოფლიო პრემიერა...

      ტოიოტა მომხმარებელს ახალი სერიის პირველ მოდელს - ნულს მიღმა (bZ) აკუმულატორიან ელექტრო ავტომობილს (BEV) - bZ4X-ს წარუდგენს.   bZ4X არის პირველი მოდელი, რომელიც ტოიოტამ სრულად ელექტრო ავტომ...

  • 18:09

    რაგბი, როგორც ცხოვრების წესი - 14 წლის ბიჭის ოვალუ...

      ზუგდიდში და-ძმასთან დედასთან, მამასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობს. უყვარს სპორტი და  გატაცებით ისმენდა ხოლმე ისტორიებს რაგბის კლუბ "სოხუმის“ შესახებ, რომელსაც ნათესავი ხშირად უყვებო...