2 1 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა განახლებული კვლევა წარადგინა თემაზე - COVID 19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

თიბისი კაპიტალმა ხელმეორედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და  ბიზნეს სექტორებზე COVID 19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკროპარამეტრების პროგნოზები და ეკონომიკის აღდგენის  მოლოდინები განიხილეს. ასევე, ცალკეულ ბიზნესსექტორებთან დაკავშირებით 2020-2021 წლის პროგნოზები გაჟღერდა.  

თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარით, 2020 წელს ეკონომიკის 4.5-5.5%-იანი კლებაა ნავარაუდევი. 2020 წლის მეორე კვარტლის მკვეთრი ვარდნის შემდგომ კი ეტაპობრივი აღდგენა და 2021 წელს 4-5%-ის ფარგლებში ზრდა არის მოსალოდნელი.  თიბისი კაპიტალი წლის განმავლობაში ტურიზმის შემოსავლების 65%-იან შემცირებას პროგნოზირებს, სექტორში აქტივობა მეორე კვარტლის შემდეგ დაიწყება და 2019 წლის დონის დაბრუნებას დაახლოებით 1.5 წელი დასჭირდება. 

„მიმდინარე გამოწვევების პერიოდში, სირთულეების ერთიანი ძალისხმევით გადასალახად,  თიბისის გუნდი ვაგრძელებთ ჩვენს  პარტნიორებთან აქტიური დიალოგის რეჟიმში მუშაობას.

დღეს გაზიარებული ანალიზი და მიგნებები დამატებითი  ინსტრუმენტია კომპანიებისათვის არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, რაც ვფიქრობთ, რომ მათ მომდევნო თვეების ეფექტურად დაგეგმვაში დაეხმარება.“ - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. 

თიბისი კაპიტალის მიერ წარდგენილი ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://www.tbcresearch.ge/en/Research/Covid-19-impact-May-2020

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:11

    თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში სესხის მიღების პრ...

    მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, აქ, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში, ახლა, სამომხმარებლო სესხის მიღება კიდევ უფრო მარტივადაა შესაძლებელი.  სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა სასურვ...

  • 13:26

    Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წა...

    თეგეტა ჯგუფის შვილობილი კომპანია Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. Tegeta Rent a Car 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, მისი ბიზნეს პროფილი გახლავთ ავტომ...

  • 12:26

    თბილისსა და ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, კომპანია...

    თბილისსა და ბათუმში კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა. პროექტი თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეგაცენტრე...

  • 09:07

    სილამაზის დღეები „ავერსში“...

    „ავერსის“ აფთიაქებში სასიამოვნო სიახლეა - ყოველ შაბათ-კვირას 30%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ სხვადასხვა ექსკლუზიური კოსმეტიკური ბრენდის პროდუქციას.  6 და 7 ივნისს 30%-იანი ფასდაკლება გა...

  • 16:30

    თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისი...

    ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თიბისი სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი. 10 ი...

  • 16:17

    „ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დ...

    „ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პი...

  • 11:38

    სართიჭალაში, თიბისის მხარდაჭერით, სამაცივრე მეურნე...

    სართიჭალაში, თიბისის მხარდაჭერით, ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობა - „აგროკომპლექსი“ იწყებს ფუნქციონირებას. მისი მოწყობა ჯამში 2 660 000 ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღ...