1 7 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თეგეტა მოტორსის განცხადება

თეგეტა მოტორსმა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, გაითვალისწინა რა კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, მიიღო გადაწყვეტილება დროებით შეაჩეროს საცალო სერვისები და სრულად გადაერთოს სახელმწიფო, სამედიცინო, სადისტრიბუციო და კორპორატიული ავტოტრანსპორტის სერვისზე.

შექმნილ ვითარებაში, ჩვენი მიზანია მაღალი ხარისხის ოპერატიული ტექნიკური მხარდაჭერა გავუწიოთ სპეცდანიშნულების ტრანსპორტს, რომლის გამართულ ფუნქციონირებას დღეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თეგეტა მოტორსის თანამედროვე ინფრასტრუქტურა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჭირო რესურსები და მაღალ პროფესიონალური გუნდი იძლევა საშუალებას  სრული დატვირთვით 24 სთ-იან რეჟიმში მოვემსახუროთ ზემოაღნიშნული კატეგორიის ტრანსპორტს, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით.

კომპანიის თანამშრომლები სრულად არიან უზრუნველყოფილნი ვირუსის გავრცელებისა და გადადებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სერვისცენტრების სადეზინფექციო სამუშაოები და ასევე, სრული დეზინფექცია უტარდება თითოეულ შემოსულ მსუბუქ თუ სატვირთო ავტომობილს.

#თეგეტაშენთანერთადსაქართველოსთვის

კომენტარები

მსგავსი სიახლეები