0 4 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ალექსანდრე ძნელაძე: საბანკო სექტორი კორონავირუსის გამოწვევებს მომზადებული შეხვდა

კორონავირუსის გამოწვევებს ქართული საბანკო სექტორი მომზადებული შეხვდა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბანკები დისტანციურ მართვაზე ოპერატიულად გადავიდნენ და მომხმარებელს დისტანციური სერვისები შესთავაზეს.

გადაცემა ბიზნესპარტნიორში საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა, რომ არსებული გამოწვევების საპასუხოდ საბანკო სექტორმა დროული და ადეკვატური რეაგირება მოახდინა.

„საბანკო სექტორმა მომენტალურად შეძლო ბიზნეს უწყვეტობისა და თანამშრომლების დაცულობისთვის დისტანცირება, ამავდროულად მოკლე პერიოდში განაცხადა მზაობა სასესხო დავალიანებების 3 თვით გადავადებაზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი – ერთი,  კონკრეტული ადამიანებისთვის აუცილებელი პირობა იყო ან პერიოდში არ მომხდარიყო მათთვის გადასახადების დაკისრება და მეორე, თავი ავარიდოთ თავშეყრის ადგილებში მისვლას“, – განაცხადა ძნელაძემ.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბანკმა სასესხო გადავადებები გააკეთა დისტანციურად, რისთვისაც მას გააჩნია შესაბამისი ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებები, ასევე მზად არის ამ გადავადებისთვის ისე რომ საფრთხე არ შეექმნას არც საფინანსო სისტემას და მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას მსესხებელს.

ბიზნესპარტნიორში ძნელაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დისტანციური სერვისებისა და მომსახურების შეთავაზება მნიშვნელოვანია იმ საფრთხეებიდან გამომდინარეც, რომ ვირუსის გადაცემის ერთ-ერთ საფრთხედ აღიარებული ნაღდი ფულია. „ქვეყანაში ჯერ კიდევ არის ნაღდი ფულის ბრუნვა და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და მომხმარებელი მაქსიმალურად უნდა გადავიდეს ელექტრონულ გადახდებზე, საბანკო სექტორი კი ამ სერვისს მომხმარებელს უკვე დიდი ხანია აქტიურად სთავაზობს“, – განმარტავს ძნელაძე.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ერთგვარად მომხმარებელსაც მოუწოდებს ელექტრონული სერვისების გამოყენებისკენ. „დღეს რეალურად ვგრძნობთ ელექტრონული გადახდების აუცილებლობას და გამოვიყენოთ ეს სერვისები, მით უმეტეს, რომ ყველა ბანკს უკვე აქვს დანერგილი ონლაინ ბანკი და სხვა დისტანციური საშუალებები, სწორედ ამან განაპირობა საბანკო სექტორის მყისიერი რეაგირება სხვადასხვა მიმართულებით“, – ამბობს ძნელაძე.

ამავდროულად ბანკებსა და გადახდის ტერმინალებში, ძნელაძის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. ბანკები რეაგირებენ გაცემულ რეკომენდაციებზე რათა დაიცვან მომხმარებელი და თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან პირბადეებით, ხელთათმანებითა და სადენზიფექციო ხსნარებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:47

    სანამ სპორტი გაჩერებული იყო აჭარაბეთმა კვლევა ჩაატ...

    გამოკითხვაში მონაწილეობა 500-მდე ადამიანმა მიიღო. მონაწილეთა უმრავლესობა (38%) 18-25 წლის გახლდათ, ხოლო 66% კი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი. გამოკითხულთა 66% მუშაობს, 11% თვითდასაქმებულ...

  • 21:30

    “COANTE”-ს ბრენდის კვარცის სამზარეულოს ზედაპირების...

    სამზარეულო ის ადგილია, სადაც ყოფნა ბედნიერებას უნდა იწვევდეს. მეცნიერულად კი დამტკიცებულია, რომ ვიზუალურად ლამაზი ნივთები ბედნიერების ჰორმონების გამომუშავებას უწყობს ხელს. „ზოდი“ უკვე 12 წ...

  • 14:11

    თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში სესხის მიღების პრ...

    მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, აქ, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში, ახლა, სამომხმარებლო სესხის მიღება კიდევ უფრო მარტივადაა შესაძლებელი.  სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა სასურვ...

  • 13:26

    Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წა...

    თეგეტა ჯგუფის შვილობილი კომპანია Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. Tegeta Rent a Car 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, მისი ბიზნეს პროფილი გახლავთ ავტომ...

  • 12:26

    თბილისსა და ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, კომპანია...

    თბილისსა და ბათუმში კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა. პროექტი თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეგაცენტრე...

  • 09:07

    სილამაზის დღეები „ავერსში“...

    „ავერსის“ აფთიაქებში სასიამოვნო სიახლეა - ყოველ შაბათ-კვირას 30%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ სხვადასხვა ექსკლუზიური კოსმეტიკური ბრენდის პროდუქციას.  6 და 7 ივნისს 30%-იანი ფასდაკლება გა...

  • 16:30

    თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისი...

    ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თიბისი სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი. 10 ი...