0 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სრიალის დაზღვევა - მორიგი სიახლე თიბისი დაზღვევისგან

საქართველოს მთის კურორტების  სეზონის გახსნისთვის, პირველად საქართველოში, თიბისი დაზღვევა მომხმარებელს  ახალ ინოვაციურ პროდუქტს - სრიალის დაზღვევას სთავაზობს.

 პროდუქტი გათვლილია, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ დამსვენებლებზე. დაფართვის არეალი გუდაური და ბაკურიანია. მსგავსი სადაზღვევო პროდუქტები, საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც განვითარებულია სამთო-სათხილამურო სპორტი და ტურიზმი. 

სრიალის დაზღვევა, სამოყვარულო სრიალის დროს მიღებული ტრავმების დროს კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს. დაზღვეული შემთხვევები სრულად იხილეთ ბმულზე - https://bit.ly/37aRpl2

დაზღვევის შეძენა მარტივად, Facebook messenger-ში, ბი ბოტის დახმარებითაა შესაძლებელი. პროდუქტის ღირებულება 1 დღე 3 ლარია. 

არის შემთხვევები, როდესაც  სრიალის დროს დაშავებული ადამიანის სამედიცინო დაწესებულებამდე დროული გადაყვანა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის თიბისი დაზღვევა დაზღვეულებს ვერტმფრენით გადაყვანის სერვისს სთავაზობს. 

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე დაუკავშირიდით თიბისი დაზღვევას ნომერზე - +995 32 2 42 11 11

კომენტარები

მსგავსი სიახლეები