2 3 : 2 0
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევა განაახლა.

როგორც კვლევიდან ირკვევა, 2019 წლის მესამე კვარტალში გაყიდვები შემცირებულია. 2018 წლის მესამე კვარტალთან შედარებით რეალიზებული ბინების რაოდენობა -11.9%-ით, ხოლო ჯამური ფართი -11.4%-ით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კლებისა, უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა 2017 წელთან შედარებით საგრძნობლად მაღალია. 

კვლევიდან ვგებულობთ, რომ ლარის გაუფასურებამ საგრძნობი ზეგავლენა მოახდინა უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირებაზე. გაყიდვებზე ასევე იმოქმედა იპოთეკური პორტფელის ზრდის შენელებამ. 

მესამე კვარტლის მანძილზე საპროცენტო განაკვეთები ლარში გაიზარდა. თუმცა, მოსალოდნელია უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხების გაცემების ზრდა, რასაც ეროვნული ბანკის მიერ ვალუტაში სესხებზე სარეზერვო მოთხოვნის დაწევა და გაცვლითი კურსის სტაბილიზაცია შეუწყობს ხელს. 

2019 წლის 9 თვის მანძილზე ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები  წინა წელთან შედარებით საგრძნობლად არის გაზრდილი. სულ გაცემულია 149 ახალი ნებართვა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 40%-ით მეტია. 

წლის დასაწყისიდან საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები დოლარში -4%-ით არის შემცირებული, ხოლო ლარში 6.6%-ით არის გაზრდილი, რაც ვალუტის გაუფასურებით აიხსნება. 

თიბისი კაპიტალის მკვლევარები ახლო მომავალში უცხოურ ვალუტაში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების გარკვეულ შემცირებას ვარაუდობენ. 

კვლევა დეტალურად იხილეთ თიბისი კაპიტალის და თიბისი კვლევების ვებ-გვერდზე:

https://www.tbcresearch.ge/

http://tbccapital.ge/en/research/reports

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:09

    საქართველოში უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკური ც...

    „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრი“ GENERAL ELECTRIC –ის ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი 15 ნოემბერს, 17:00 საათზე, „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფი“ უახლესი სტანდარტების დიაგ...

  • 13:14

    ახალი ონლაინ-სივრცე თიბისი სტატუსის შეხვედრებისთვი...

    თიბისი სტატუსმა ყველა დაინტერესებული ადამიანისათვის ახალი ონლაინ-პლატფორმა - სტატუს შეხვედრების ონლაინ-სივრცე - www.statusevents.ge შექმნა.  დღევანდელი დინამიური და დატვირთულ...

  • 11:34

    “ვიზამ” სრულად ციფრულ ბანკ „სფეისთან“ სტრატეგიული ...

    „ვიზამ“, კავკასიის რეგიონში, დიჯიტალ ბანკინგის მიმართულებით, თავისი პირველი სტრატეგიული პარტნიორობისთვის, „სფეისი“ შეარჩია. თანამშრომლობის მიზანია, ინოვაციური საბანკო პროდუქტების განვითარების ხელშეწყო...

  • 10:52

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონაცემთა ყოველწლიუ...

    13 ნოემბერი, 2019 - საქართველოს ბანკის, BOG Fintech -ის მხარდაჭერით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ფესტივალი- DataFest Tbilisi 2019 გაიმართება.  DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევ...

  • 16:44

    რე|ბანკის ფილიალი გორში გაიხსნა...

    გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ. თბილისში რე|ბანკ...

  • 16:40

    ბათუმი - ოდესღაც შორეული ნაოსნობიდან დაბრუნებული ხ...

    როგორია დათო ტრაპაიძის #ქალაქიხასიათით #ქალაქიხასიათით - ასე ჰქვია ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“   შემოქმედებით კონკურსს, რომელიც ფინალური ეტაპზე გადადის და გამარჯვებული რამდენიმე დღე...

  • 15:37

    „შენც გახდი ჩვენი ბინადარი“!...

    აქცია ნოემბრის ბოლომდე ლისის ტბის მიმდებარედ მშენებლობის დაწყებისთანავე დეველოპერული კომპანია „ბინადარის“  პროექტმა „ბინადარი ლისზე“ უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. „პროექტს ძალიან ბევრი უ...