2 2 : 5 0
 | 

ბიზნესი

თიბისი კომპანია ანაგთან თანამშრომლობას დეველოპმენტის მიმართულებით აგრძელებს

„ანაგი დეველოპმენტი“ 30 წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ახალი მიმართულებაა.  Park Home „ანაგი დეველოპმენტის“ პირველი საცხოვრებელი კომპლექსია ყველაზე დიდი საკუთარი 8000 კვ.მ სარეკრეაციო სივრცით ვაკეში. კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს შიდა ეზოს, გამწვანებულ ტერასებს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს, 25 მეტრიან აუზს, ფიტნეს დარბაზს, პარკინგს და ლობის კონსიერჟის მომსახურებით. 

„ანაგი დეველოპმენტის“ პრიორიტეტი არ არის რაოდენობა და მასშტაბი. კომპანიის მიზანია თქვას ახალი სიტყვა დეველოპმენტში პროექტების ხარისხით და გამორჩეული კონცეფციით,  რაც გულისხმობს საკუთარ სარეკრაციო სივრცეს, ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას და უსაფრთხოების უმაღლესი სტადარტით აღჭურვილ საცხოვრებელ გარემოს. 

2019 წლის ნოემბერში, თიბისის იპოთეკურ ცენტრსა და „ანაგი დეველოპმენტს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რაც ახალ საცხოვრებელ კომპლექსში თიბისის მომხმარებლებისთვის ბინის შეძენას გამარტივებული პროცესით გულისხმობს. 

კომპანია „ანაგი“ 30 წლის წინ დაარსდა და სულ მალე ქვეყნის სამშენებლო სექტორის ლიდერის პოზიცია დაიკავა. დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი.„ანაგის“ და თიბისის თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა 11-მდე ერთობლივი პროექტი. ბანკისთვის სამშენებლო სექტორი ერთ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. თიბისის ჯამური ინვესტიცია როგორც სამშენებლო ასევე დეველოპერულ სექტორში ბოლო ერთი წლის მანძილზე 132 მილიონ ლარს აჭარბებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:09

    საქართველოში უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკური ც...

    „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრი“ GENERAL ELECTRIC –ის ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი 15 ნოემბერს, 17:00 საათზე, „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფი“ უახლესი სტანდარტების დიაგ...

  • 13:14

    ახალი ონლაინ-სივრცე თიბისი სტატუსის შეხვედრებისთვი...

    თიბისი სტატუსმა ყველა დაინტერესებული ადამიანისათვის ახალი ონლაინ-პლატფორმა - სტატუს შეხვედრების ონლაინ-სივრცე - www.statusevents.ge შექმნა.  დღევანდელი დინამიური და დატვირთულ...

  • 11:34

    “ვიზამ” სრულად ციფრულ ბანკ „სფეისთან“ სტრატეგიული ...

    „ვიზამ“, კავკასიის რეგიონში, დიჯიტალ ბანკინგის მიმართულებით, თავისი პირველი სტრატეგიული პარტნიორობისთვის, „სფეისი“ შეარჩია. თანამშრომლობის მიზანია, ინოვაციური საბანკო პროდუქტების განვითარების ხელშეწყო...

  • 10:52

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონაცემთა ყოველწლიუ...

    13 ნოემბერი, 2019 - საქართველოს ბანკის, BOG Fintech -ის მხარდაჭერით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ფესტივალი- DataFest Tbilisi 2019 გაიმართება.  DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევ...

  • 16:44

    რე|ბანკის ფილიალი გორში გაიხსნა...

    გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ. თბილისში რე|ბანკ...

  • 16:40

    ბათუმი - ოდესღაც შორეული ნაოსნობიდან დაბრუნებული ხ...

    როგორია დათო ტრაპაიძის #ქალაქიხასიათით #ქალაქიხასიათით - ასე ჰქვია ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“   შემოქმედებით კონკურსს, რომელიც ფინალური ეტაპზე გადადის და გამარჯვებული რამდენიმე დღე...

  • 15:37

    „შენც გახდი ჩვენი ბინადარი“!...

    აქცია ნოემბრის ბოლომდე ლისის ტბის მიმდებარედ მშენებლობის დაწყებისთანავე დეველოპერული კომპანია „ბინადარის“  პროექტმა „ბინადარი ლისზე“ უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. „პროექტს ძალიან ბევრი უ...