1 6 : 4 2
 | 

ბიზნესი

თბილისი ენერჯი ძველი და ამორტიზირებული ქსელის შეცვლის სამუშაოებს ატარებს

კომპანია თბილისი ენერჯის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებაა. სწორედ ამიტომ კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ყოველწლიური დაგეგმილი ინვესტიციის უმეტესი წილი სწორედ გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას მოხმარდება.

თბილისი ენერჯი აქტიურად თანამშრომლობს დედაქალაქის მერიასთან და მათ მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, ძველი და ამორტიზირებული ქსელის შეცვლის სამუშაოებს ატარებს.

ერთ-ერთი ასეთი სამუშაოები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარეობს. 1962 წელს აშენებულ თბილისის მკვებავი საშუალო წნევის გაზსადენზე, რომელიც დედაქალაქის გაზმომარაგებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს წარმოადგენს, ძლიერ ამორტიზირებული და დაზიანებული იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად1300 მეტრის სიგრძის გაზსადენი მთლიანად შეიცვლება ახალი, თანამედროვე პოლიეთილენის მილით. სამუშაოების შედეგად კი გაცილებით გაუმჯობესდება დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგება.

აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 9 აგვისტოს საღამოს 9 საათიდან გაზმომარაგება შეეზღუდება თბილისის ცენტრალურ უბნებს, თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მოსახლეობას, მიმდინარე ქუჩებსა და იქ არსებულ კომერციულ ობიექტებს. ბურნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება მეორე დღიდან და სრულად აღდგება 11 აგვისტოს 20 საათამდე.

კომპანია თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებელია დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:32

    სასტუმრომ Holiday Inn Telavi ესპანელ შეფ მზარეულს ...

    ესპანელი შეფ მზარეულის კულინარულ  შოუმ მოწვეული სტუმრები გააოცა სასტუმრო, Holiday Inn Telavi  მსოფლიოში ცნობილ  ესპანელ შეფ მზარეულს ალან გონსალესს უმასპინძლა. ალან გონსალესი ამავე დრო...

  • 13:26

    HUAWEI-მ მომხმარებელს EMUI 10 ოფიციალურად წარუდგინ...

    HUAWEI-მ დეველოპერულ კონგრესზე ინოვაციური EMUI 10 ოფიციალურად წარადგინა. ახალი EMUI 10-ის საშუალებით კომპანია მომხმარებელს მოწყობილობებისა და აპლიკაციების  შეუფერხებლად დაკავშირების შესაძლებლობას...

  • 13:00

    რაგბის 7 გულშემატკივარი თიბისისა და მასტერქარდისგა...

    #შეერკინემსიოფლიოს  31 აგვისტოს ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე თიბისი რაგბი სერიების ფარგლებში საქართველო-შოტლანდიის მატჩი გაიმართება. შოტლანდიასთან თამაში ქართველი მორაგბეებისთვის ბოლო მატჩია...

  • 12:48

    სს "ქართული ლუდის კომპანია" Check in Georgia-ს ფარ...

    თანამშრომლობის ფარგლებში „ბლექ სი არენა”-ს ტერიტორიაზე  სს "ქართული ლუდის კომპანიის" პროდუქციისა  და სპეციალური საბავშვო კუთხეებია მოწყობილი, სადაც კონცერტზე დასასწრებად მისულ მაყუ...

  • 16:48

    საქართველოს ბანკმა Deutsche Bank-ისგან Operation...

    20 აგვისტო, 2019-  Deutsche Bank-მა საქართველოს ბანკს  2018 და 2017 წლებისთვის ევროსა და დოლარში სწრაფი, ეფექტური და კომფორტული გადარიცხვებისა და საუკეთესო  STP (Straight-Through-Proces...

  • 16:34

    Oscar & the wolf საქართველოში ჩამოდის...

    20 აგვისტოს, 14:00 საათზე, სასტუმრო „Hotels & Preference Hualing Tbilisi”-ში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ  Monument-ის ეგიდით უკვე მეორედ საქართველოს მაქს კოლომბის მიერ ...

  • 12:43

    პაშა ბანკმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმი...

    პაშა ბანკმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმრო „მოქსიში“ საერთო საპრეზენტაციო ღონისძიება გამართეს და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. კონფერენციაზე სპიკერებმა განიხ...