1 3 : 1 3
 | 

ბიზნესი

HUAWEI -ს და მის ამერიკულ პარტნიორებს შორის ბიზნეს ურთიერთობები აღდგება

HUAWEI-სთვის მნიშვნელოვანი პროდუქციისა და ნაწილების მიყიდვა  ამერიკულ კომპანიებს კვლავინდებურად შეეძლებათ. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავად განაცხადა. ამით მან  სწორედ ის გარკვეული შეზღუდვები  გააუქმა, რომლებიც ამერიკულ კომპანიებს  HUAWEI -სთან თანამშრომლობას, აშშ-ს მთავრობის ლიცენზიის გარეშე, უკრძალავდა.

 ამერიკულ კომპანიებს კვლავინდებურად შეუძლიათ თავიანთი პროდუქციის მიყიდვა კოამპანია HUAWEI –სთვის. რაიმე დიდი, ნაციონალური ხასიათის პრობლემები არ არსებობს. ამერიკაში ოპერირებს ბევრი წამყვანი კომპანია, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან მოწინავე ტექნოლოგიურ აღჭურვილობას. შესაბამისად,  ჩვენ უფლებას ვაძლევთ მათ ითანამშრომლონ HUAWEI -სთან და შეზღუდვებს  ვაუქმებთ“ - ნათქვამია განცხადებაში, თუმცა ამერიკის პრეზიდენტი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, თუ რომელ ამერიკულ კომპანიებს გულისხმობს. მათ ზუსტ სიას სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ვიხილავთ.

გასათვალისწინებელია, რომ დონალდ ტრამპმა აღნიშნული განცხადება  ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა და თავად კომპანია  HUAWEI-სთან მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

გთავაზობთ, პრეზიდენტების შეხვედრის ამსახველ კადრებსა და აღნიშნული განცხადების მცირე ვერსიას:

https://www.youtube.com/watch?v=J09xBpIcN0c

https://www.youtube.com/watch?v=3ZrDQTsM7ko

 

შეგახსენებთ, რომ HUAWEI -მ 2019 წლის პირველ კვარტალში გაყიდვების მოცულობები გაზარდა და აღნიშნულ პერიოდში, სექტორში ერთ-ერთ ლიდერ კომპანია  Apple-საც კი გაასწრო.  აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, არსებობდა ამბიცია და რეალური მოლოდინი იმისა, რომ 2020 წელს, გაყიდვების მაჩვენებლით HUAWEI , კომპანია Samsung-საც გადაუსწრებდა.  თუმცა აშშ-ის ადმინისტრაციის შეზღუდვებმა, რომლებიც ძალაში 16 მაისს შევიდა კომპანიის გეგმები და მაჩვენებლები, მართალია მცირედით, მაგრამ მაინც შეცვალა.

ტრამპის განცხადებას, თავის მხრივ, გამოეხმაურა HUAWEI -ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რენ ჟანფეი : „პრეზიდენტ ტრამპის განცხადება მისაღები და  მისასალმებელია ამერიკული კომპანიებისთვის. HUAWEI ასევე გამოთქვამს სურვილს გააგრძელოს ტექნიკისა და სხვა აუცილებელი ნაწილების შეძენა თავისი პარტნიორებისგან აშშ-ში.  რაც შეეხება კომპანია HUAWEI-ს ჩვენ კვლავინდებურად მივდივართ არჩეული მიმართულებით და ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას“.

ჯერჯერობით მიმდიანრეობს მოლაპარაკებები აშშ-ს ადმინისტრაციასა და კომპანია HUAWEI-ს წარმოამდგენლებს შორის, იმ იმედით, რომ მომავალში HUAWEI -ს სმარტფონებმა ჩვეულ რეჟიმში მიიღონ Android სისტემის განახლებები და მისი გამოყენების უფლება.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:08

    სს ნიკორამ თიბისი კაპიტალის მეშვეობით 28 მილიონი ლ...

    სს ნიკორამ, რომელიც წარმოადგენს ნიკორა ჯგუფის ჰოლდინგურ კომპანიას, 28 მილიონის ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა, რომელთა ლისტინგი საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდება. საჯარო ემისია  თიბისი კა...

  • 18:13

    პაშა ბანკის ახალი სათავო ოფისი აქსის თაუერსში...

    პაშა ბანკის სათავო ოფისმა ახალ მისამართზე - აქსის თაუერსში, ილია ჭავჭავაძის გამზ. 37მ-ში გადაინაცვლა. „პაშა ბანკის პასუხისმგებლობები საქართველოს წინაშე გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი. ახლად შექმნილმ...

  • 13:28

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით NASA Space Apps Cha...

    21 ოქტომბერი, 2019- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ NASA Space Apps Challenge Abastumani-ს უმასპინძლა. 18-20 ოქტომბერს გამართული ...

  • 12:30

    სპეციალური შეთავაზება თიბისი სტატუსის მომხმარებლებ...

    თიბისი სტატუსის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანიისგან - „m2 უძრავი ქონება“ სპეციალური შეთავაზებით შეუძლიათ სარგებლობა. m2-ის ახალ, თანამედროვე და ინოვაციურ უბანში - „m3 საბურთალო“ ბინის შეძენის შემთ...

  • 11:33

    ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ კორპორატიულ მომხმარებლებს კ...

    ტოიოტა ცენტრი თეგეტას მიერ კურორტ საირმეში მოეწყო სპეციალური ღონისძიება კორპორატიული მომხმარებლებისთვის, რომელიც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა და ყოველწლიურად იმართება. ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგ...

  • 10:14

    მაგთიკომის ინტერნეტიზაციის პროცესი გრძელდება...

    მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით დაფარულ 400-ზე მეტ ქალაქსა და სოფელს 9 ლოკაცია დაემატა. დღეიდან მაგთის მაღალხარისხიანი ინტერნეტითა და IP ტელევიზიით ისარგებლებენწყალტუბოს რაიონის სოფლებში: საყ...

  • 10:09

    მაზდას იპონური საღამო...

    იაპონური პრემიუმ ბრენდის მაზდას ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველში, მაზდა ცენტრი თეგეტამ, თბილისში არსებულ შოურუმში მომხმარებელთათვის იაპონური საღამო გამართა. სტუმრებმა მაზდას შოურუმის ნაცვლად ი...