0 7 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

იციკ მოშე: “ისრაელიდან 200 000 ტურისტამდე ჩამოვა”

ისრაელის სახლის თავმჯდომარის იციკ მოშეს განცხადებით, წელს ისრაელიდან ალბათ, 200 ათას ტურისტამდე ჩამოვა. ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში. 

“ვუერთდებით ეროვნულ ინტერესებს ტურიზმის სფეროში. პირველ ივლისს ვიქნებით ბარსელონაში, შევხვდებით ევროსაბჭოს წარმომადგენლებს, რომლებიც ევროპაში მუშაობენ, რომ განვავითაროთ და გავაძლიეროთ ებრაული მემკვიდრეობის კულტურული მარშრუტი საქართველოში. 


ასევე, სამი საერთაშორისო ფორუმი წლის ბოლომდე გადმოვიტანეთ საქართველოში და მომავალ წელს ვაპირებთ, რომ ერთ-ერთი ბიზნეს-ფორუმი მივუძღვნათ ტურიზმის განვითარებას და ინდუსტრიას. ჩვენ გვჯერა, რომ ტურიზმის სფეროში არის უდიდესი თანამშრომლობა საქართველოს, ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობას შორის. ამ წელს ალბათ 200 ათას ტურისტამდე ჩამოვა ისრაელიდან.


 ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში და გვჯერა, რომ ამ სფეროში ორმხრივი მუშაობით ევროსაბჭოსთან ერთად, შევძლებთ ყოველწლიური ზრდა 50% შევინარჩუნოთ მომავალ წელსაც”,- განაცხადა მოშემ ღონისძიებაზე „შემოქმედებითი პროექტების ბაზრობა 2019“.

accentnews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები