0 1 : 5 9
 | 

ბიზნესი

PSP და ეროვნული ბიბლიოთეკა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გაფორმდა

23 აპრილს, წიგნის ჩუქების დღეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში კომპანია PSP და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გაფორმდა.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დაჯილდოვდა 3 გამარჯვებული, რომელთაც PSP-ს მიერ 14 აპრილს გამოცხადებულ კონკურსში წარმატებით მიიღეს მონაწილეობა. ქართული ენის დღეს PSP-ს მიერ გამოაცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ყველა მსურველს მარტივად შეეძლო. საკმარისი იყო მხოლოდ ქართული ანბანის ლამაზი კალიგრაფიით დაწერა და [email protected]ზე გამოგზავნა. კომპეტენტურმა ჟურიმ, რომელშიც PSP-სა და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად ხელნაწერთა წეროვნული ცენტრის და გამომცემლობა პალიტრა L-ის წარმომადგენლები შედიოდნენ, სამი გამარჯვებული გამოავლინა ორშაბათს, 22 აპრილს.

გამარჯვებულები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არიან: „საუკეთესო კალიგრაფიის“ სერტიფიკატის მფლობელი წალენჯიხელი ნონა მიქავა და „ყველაზე შემოქმედებითი“ ნამუშევრის ავტორი  ქუთაისელი მაკა ბარდაველიძე პედაგოგები არიან, „ყველაზე ორიგინალური“ ნამუშევრის ავტორი ზუგდიდელი ჯესიკა ჩხაპელიაა.  გამარჯვებულებს სერტიფიკატებთან ერთად საჩუქრად გადაეცემათ პალიტრა L-სგან წიგნი „33 ემოცია“, ეროვნული ბიბლიოთეკისგან სასაჩუქრე ალბომი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისგან ალბომები “ქართული კალიგრაფია“ და „ქართული ხელნაწერი“, პოსტერი „ქართული ანბანი“ და კოსმეტიკური პროდუქციის ნაკრები კომპანია PSP-სგან.

PSP-სა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული მემორანდუმი მრავალმხრივ ურთიერთობას ითვლისწინებს. ეროვნული ბიბლიოთეკის კამპანია „აჩუქე წიგნები“-ს ფარგლებში PSP-ს თანამშრომლების მიერ მუდმივად მოხდება სასწავლო წიგნების და მხატვრული ლიტერატურის შეგროვება, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკა ქართულ დიასპორებსა და მიზნობრივ ჯგუფებს გადასცემს. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით PSP-ს აფთიაქებში მოსახლეობის მიერ ნაჩუქარი წიგნების შეგროვება- გადაცემის ორგანიზებას ეროვნული ბიბლიოთეკისთვის, ასევე რეგიონებში ბიბლიოთეკებისთვის ტექნიკურ მხარდაჭერას ადგილობრივი მოსახლეობის არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით.

„PSP ქართული კომპანიაა. უკვე 25 წელია ქართულ საქმეს ვაკეთებთ და მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ბევრი სასიკეთო და ეროვნული საქმის გაკეთების საფუძველი გახდება და PSP წიგნიერებისა და განათლების გავრცელებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს“ - აცხადებენ PSP-ში.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კომპანიების ჩართულობა წიგნიერების და განათლების ხელშემწყობ პროგრამებში, განსაკუთრებით ისეთი სერიოზული და ლიდერი კომპანია როგორიც PSP-ეა. მოხარულები ვართ ამ თანამშრომლობის“ - აცხადებენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

სარეკლამო ადგილი - 46
850 x 250

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:05

    კურორტ თეთნულდზე ზაფხულის სეზონი პირველად გაიხსნა...

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“  თეთნულდზე  ზაფხულის სეზონი გახსნა.   სვანეთში არსებული კურორტი თეთნულდი  პირველად უმასპინ...

  • 11:24

    რატომ ონლაინ სესხი?...

    ონლაინ სესხებთან მიმართებაში საზოგადოების აზრი ორად იყოფა. ამ პროდუქტს ლოიალური მომხმარებლები, ასევე ისეთი მომხმარებლები, რომლებიც კატეგორიულ უარს აცხადებენ მის გამოყენებაზე, თანაბარი რ...

  • 14:46

    აბა, რას მოიგებ RC კოლას საზაფხულო გათამაშებაში?...

    100 წლოვანი ამერიკული გამაგრილებელი სასმელი RC Cola საქართველოში საზაფხულო მომენტალურ გათამაშებას იწყებს. ამიერკავკასიაში RC Cola-ს ფრანჩაიზის მფლობელ კომპანია „ქართული ლუდის კომპანიაში“ განმარტავენ, ...

  • 12:37

    საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობ...

    10 ივლისი, 2019- საქართველოს ბანკმა განათლების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. ქუთაისში, სათაფლიის დაცულ ტერიტორიაზე ჩატარებული  შეხვედრის მთავარ მიზანს ახალგაზრდებისთვის იმ&nbs...

  • 18:29

    თიბისი კაპიტალმა ბათუმის უძრავი ქონების შესახებ ახ...

    9 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო რედისონში თიბისი კაპიტალის ახალი კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.ახალ კვლევაში თიბისი კაპიტალი ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების განხვავებულ პოტენციალს აღწერს.თიბისი კაპიტალ...

  • 10:24

    „დანკინი“ მენიუს „მასკარპონეს“ გემოვნური თვისებები...

    ამერიკული რესტორნების ქსელი „დანკინი“ ყავის ბაზრის ლიდერის პოზიციებს იმყარებს და ქართულ ბაზარზე იტალიური ნაღების ყველის - მასკარპონეს გემოვნური თვისებებით გამდიდრებულ, ესპრესოზე დამზადებულ, ცივ ყავები...

  • 10:15

    უპრეცედენტო საგარანტიო შემოთავაზება HUAWEI-სგან...

    კომპანია HUAWEI  თავის მომხმარებლებს, უპრეცედენტო საგარანტიო მომსახურებას სთავაზობს, რითაც კიდევ ამტკიცებს, რომ მომხმარებლის ინტერესებზე ზრუნვა კომპანიისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.   შეთავ...