1 4 : 1 1
 | 

ბიზნესი

“ვისოლი“ სოციალურ საწარმო „ანინას“ განავითარებს და შეზღუდული შესაძლებლობები მქონე ბავშვების მშობლების დასაქმებაზე იზრუნებს

“ვისოლი“ ტრადიციული საახალწლო კორპორაციული საჩუქრების ბიუჯეტს სოციალური საწარმო „ანინას“ განვითარებას მოახმარს და შეზღუდული შესაძლებლობები მქონე ბავშვების მშობლების დასაქმებაზე იზრუნებს. ამას გარდა, „ანინას“ წარმოებული პროდუქტების რეალიზაციის შესაძლებლობა სუპერმარკეტების ქსელ „სმარტშიც“ ექნება და დამატებით, „ვისოლის“ პროფესიონალი კადრები სოციალურ საწარმოს საჭირო კონსულტაციებს გაუწევენ ბიზნესის სწორი განვითარებისათვის.

 „ანინამ“ საახალწლოდ საკუთარი სახსრებით შეკერა „სანტას ქუდები“, რომელთა რეალიზაციიდან შემოსული თანხები  დაეხმარებათ რეალობად აქციონ სოციალური საწარმოს პროექტი, რომელზეც მათი შვილების ხვალინდელი დღეა დამოკიდებული.  „ვისოლმა“ „ანინას“ შეკერილი „სანტას ქუდებიც“ შეიძინა და 30 დეკემბერს აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრზე მდებარე ავტოგასამართ სადგურზე მისულ მომხმარებლებს საჩუქრად გადასცა.  „ვისოლი“ მოუწოდებს სხვა კომპანიებსაც გახდნენ #მზისშვილების მეგობარი და „სანტას ქუდების“ შეძენით დაეხმარონ სოციალურ საწარმოს. „ვისოლ ჯგუფის“ წევრმა კომპანიებმა, ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინმა“ „სანტას ქუდები“ უკვე შეიძინეს. 

სარეაბილიტაციო ცენტრმა „მზის შვილებმა“ სოციალური საწარმო „ანინას“ დაარსება შეზღუდული შესაძლებლობები მქონე 3-დან 16-წლამდე, 39 ბენეფიციარისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობების შესაქმნელად გადაწყვიტეს, რადგან შვილებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ბავშვების არცერთ დედას, არა აქვს სამსახური და შემოსავალი. 

„ანინა“ არის სამკერვალო, სადაც შეიკერება ყოველდღიური მოხმარების ტანსაცმელი, ტიპიური განვითარების ბავშვებისა და მოზარდებისთვის. საწარმოში დასაქმდებიან „მზის შვილების“ ბენეფიციარების მშობლები და ორგანიზაციას გაუჩნდება შემოსავლის წყარო. სოხციალური საწარმოს მიერ შეკერილ ტანსაცმელზე განთავსებული იქნება სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობების აღმნიშვნელი პიქტოგრამები, რაც საზობაგოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

რუსუდან კბილაშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

ტელ:  (995 322) 915 315/250; ფაქსი: (995 322) 915 615; მობ: (995 599) 320412

E-mail: pr@wissol.ge 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    "ავერსი" დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს...

    2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.დაუნის სინდ...

  • 12:45

    საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას გან...

    21 მარტი, 2019 - საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი, მარტის ქალების თვედ გამოცხადებასთან დაკავშირებით ქალებისთვის ბიზნესში სპეციალური ღონისძიებების განხორციელებას განაგრძობს. კერძოდ, აქტიურად მ...

  • 11:29

    Tbilisi Open Air 21-23 ივნისს გაიმართება...

    Tbilisi Open Air-ის ლაინაფი და ჩატარების თარიღი ცნობილია. Tbilisi Open Air 2019-ში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფესტივალი  21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმ...

  • 11:24

    ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისთვის „სოკარ...

    ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი, UEFA-ს ინიციატივით, გლობალურად აღინიშნება და, ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მატჩები მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. კომპანია „სოკარი“ ჩაერთო ჩემპიონ...

  • 17:51

    ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს ბიზნეს-დელ...

    ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს ბიზნეს-დელეგაცია, თანამშრომლობის შესაძლებლობების შესასწავლად, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს (HKTDC) უმაღლესი რანგ...

  • 14:56

    „ავერსსა “ და ,,თბილისის საკრებულოს“ შორის ურთიე...

    დღეს, 19 მარტს  კომპანია  „ავერსსა“  და "თბილისის საკრებულოს“  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა. მემორანდუმის თანახმად,  „ავერსი“  იღებს ვალდებულებას...

  • 14:03

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავ...

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედის კვირაში“ 17 მარტს გასულ რეპორტაჟს ეხმაურება და აცხადებს, რ...

×