„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკ...
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
|
თიბისიმ საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები გააცნო. კომპანიის CSR პროექტები 5 სხვადასხვა მიმართულების ირგვლივ ერთიანდება. ესენია: ბიზნესის მხარდაჭერა, მემკვიდრეობა, კულტურა, თიბისის გუნდი, მომავალი თაობა. ეს უკანასკნელი 2019 წელს თიბისისთვის განსაკუთრებული ნიშა იქნება: ახალი პროექტის - „თიბისის სტიპენდიანტების“- ფარგლებში კომპანია 200 გამორჩეული ნიჭის მქონე ახალგაზრდას ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს.
ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში უკვე სამი წელია ტარდება ბიზნესდაჯილდოება, რომელიც ბიზნესსექტორის ყველაზე დიდი ღონისძიებაა საქართველოში. მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად შეიქმნა საგანმანათლებლო და ინფორმაციული პლატფორმა www.tbcbusiness.ge, რომელზეც შესაძლებელია ბიზნესისთვის სასარგებლო ინიციატივებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიღება. პროგრამა სტარტაპერის თითქმის 2 წლიანი ისტორია კი 410 სტარტაპსა და ჯაბში 83 მილიონ ლარზე მეტ დაფინანსებას ითვლის.
მემკვიდრეობის შენარჩუნება თიბისის 26 წლიან ისტორიაში და დღემდე ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, #წერექართულად კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროქტი, რომელიც აერთიანებს ქართული ანბანის ციფრულ სამყაროში პოპულარიზაციის ინიციატივებს, მათ შორის მაიკროსოფტთან ერთად შექმნილ პირველ ქართულენოვან პლატფორმას - Kartulad.ge, რომლის მიზანია კომპიუტერულ პროგრამებში ქართული ენის დანერგვა.
მემკვიდრეობაზე ზრუნვის პარალელურად, თიბისისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მომავალი თაობის მხარდაჭერა. ამისთვის შეიქმნა საქველმოქმედო ონლაინპლატფორმა Statusdonates.ge, რომელიც თიბისი სტატუსისა და მისი მომხმარებლების სახელით, ხელს უწყობს ახალ თაობას განვითარებასა და წარმატებაში. თიბისი ისეთი ღონისძიებების პარტნიორია, როგორებიცაა: გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი - ლეონარდო და ვინჩი და ათასწლეულის ინოვაციების კონკურსი.
კულტურის მხარდაჭერა თიბისის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამის მაგალითია ლიტერატურული პრემია საბა, რომლის რიგით მე-16 საზეიმო ღონისძიება ფრანკფურტში გაიმართა, ელექტრონული და ხმოვანი წიგნების ყველაზე დიდი ქართული პლატფორმა - www.saba.com.ge, არტარეა - პირვლი ქართული არხი კულტურაზე, მრავალი კულტურული ღონისძიება თიბისი გალერეასა და თიბისი არტ გალერეაში, პროექტი 12, ქოლგა თბილისი ფოტო, თბილისის არქიტექტურული ბიენალე და სხვა.
26 წლიანი ისტორიის მქონე თიბისის დღეს 8000-მდე თანამშრომელი ჰყავს, რომელთა საშუალო ასაკი 30 წელია. 2009 წელს შეიქმნა თიბისელების ფონდი, რომელმაც ერთმანეთის დახმარება ტრადიციად აქცია და ჯამურად 4 000 000 ლარზე მეტი გასცა. 2013 წელს კი თიბისის მენეჯმენტის ინიციატივით შეიქმნა მრავალშვილიანი თიბისელების კლუბი.
26 წლის მანძილზე თიბისიმ CSR პროექტებსა და ქველმოქმედებაში ჯამში 110 მილიონი ლარი გაიღო და 1,000-ზე მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა დააფინანსა.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტ...
Თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის ...
თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს. კომპ...
25-დან 28 აპრილის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით შოპინგისას, დაიბრუნეთ თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი extra.ge -ზე. ქეშბექთან ერთად, მომხმარებელს სააღდგომოდ, განსაკუთრებული ფასდაკლებებიც ...
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. ღონისძი...
თიბისიმ სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა. QR-ით გადახდისას, მომხმარებელ...
კომენტარები