„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკ...
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
|
24 დეკემბერი, 2018- საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის გენერალური პარტნიორობითა და ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით 2018 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენები დასახელდნენ. ნომინაციების მიხედვით გამოვლინდნენ: წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი, წლის საუკეთესო სპორტსმენი ზამთრის სპორტში, წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი, წლის საუკეთესო მწვრთნელი, ოლიმპიური მოძრაობის საუკეთესო მედია მხარდამჭერი, წლის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია, ოლიმპიური სპორტის საუკეთესო პარტნიორი.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის გადაწყვეტილებით,სესიის დელეგატებმა კენჭისყრით გამოავლინეს მთავარ ნომინაციაში გამარჯვებული - 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი- ლაშა ტალახაძე. ნომინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ: გენო პეტრიაშვილი, გურამ თუშიშვილი, ნიკოლოზ ბასილაშვილი. 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს ამ ნომინაციისთვის საგანგებოდ დამზადებული პრიზი - "ოლიმპიური ალი“ გადასცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.
საქართველოს ბანკმა, როგორც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა პარტნიორმა 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს- ლაშა ტალახაძეს და ასევე, მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანს გიორგი ჩხიკვაძეს ფულადი ჯილდოები გადასცა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობა წარმატებით ხორციელდება. ჩვენი პარტნიორობის მიზანს წარმოადგენს სპორტის ხელშეწყობა, ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება, რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის და საქართველოს სახელით სპორტულ ასპარეზზე ღირსეულად წარსადგენად, მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპორტსმენებს სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისთვის არაერთი ჯილდოს მოპოვებისთვის. ვულოცავ წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელებულებს, ოლიმპიური ჯილდოს მფლობელებს და ვუსურვებ კიდევ უფრო დიდ წარმატებას!“,-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
ღონისძიების ფარგლებში ასევე დაჯილდოვდნენ ოლიმპიური ჩემპიონები, მათ გადაეცათ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენები. ორდენების გადაცემის საპატიო მისია შეასრულა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლერი ხაბელოვი.
ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2018 წლის 30 იანვრიდან უწევს. საქართველოს ბანკი აგრძელებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერას 2020 წლამდე განსახორციელებელ ყველა აქტივობაში და ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობას. საქართველოს ბანკისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება, რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის - მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა.ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტ...
Თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის ...
თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს. კომპ...
25-დან 28 აპრილის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით შოპინგისას, დაიბრუნეთ თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი extra.ge -ზე. ქეშბექთან ერთად, მომხმარებელს სააღდგომოდ, განსაკუთრებული ფასდაკლებებიც ...
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. ღონისძი...
თიბისიმ სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა. QR-ით გადახდისას, მომხმარებელ...
კომენტარები