1 0 : 3 5
 | 

ბიზნესი

„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ 5 წლიანი წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის ჯილდო მიიღო

„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ 5 წლიანი წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის ჯილდო მიიღო. საერთაშორისო აღიარება „ვენდის“ ქართულ რესტორნებს სწრაფი განვითარების ტემპების, მზარდი გაყიდვების, სტუმრების ნაკადის დინამიური ზრდის და მომხმარებლის ცნობიერებაში გემოვნური თვისებებით გამორჩეული საკვების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ბრენდის იმიჯის დამკვიდრებისთვის ერგო.

 

დაჯილდოების ცერემონიალი თბილისში, 26 მაისის მოედანზე მდებარე, მსოფლიოში ყველაზე დიდ "ვენდის" რესტორანში გაიმართა. დაჯილდოებას "ვენდის" საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი რაჯეევ საბარვალ რაჯივი, "ვენდის" საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი ჯონ პეინი, "ვენდის" საერთაშორისო საოპერაციო დირექტორი გაბორ ჰავარი და "ვენდის" საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერმა სოფო ჩოგოვაძე დაესწრო.

 

"ვენდის" გენერალური დირექტორის გიორგი მშვილდაძის განცხადებით: "ძალიან სიმბოლურია, რომ საერთაშორისო "ვენდიმ" ჯილდო თბილისში მდებარე, მსოფლიოში ყველაზე დიდ "ვენდის" რესტორანში გადმოგვცა. საქართველოში ქსელის განვითარების პირველივე დღიდან დასახული ამბიციური გეგმებით ჩვენ შევძელით, რომ გაგვეზიარებინა საერთაშორისო "ვენდისთან" ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები - საკვების უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებები. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევასრულოთ დანაპირები - "ხარისხი ჩვენი რეცეპტია". საქართველოში "ვენდის" არსებობის ისტორიაში დღეს არის ყველაზე გამორჩეული დღე, რადგან 5 წლიანი წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის ჯილდო პროდუქტისა და მომსახურების გამორჩეულად მაღალი ხარისხის შექმნისთვის ჩვენი ძალისხმევის ყველაზე საუკეთესო აღიარებაა. მადლობა ყველას ვინც ეს დიდი აღიარება და წოდება მოგვანიჭა". 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:21

    თეგეტა მოტორსის 2018 წლის შეჯამება...

    თეგეტა მოტორსმა 2018 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა. ჰოლდინგი აერთიანებს 5 შვილობილ კომპანიას: შპს თეგეტა თრაქ ენდ ბასს, შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს, შპს ტოიოტა ცენტრი თეგეტა...

  • 12:54

    HUAWEI Mate20 Pro -ს ცნობილი ინტერნეტ გამოცემები ...

    თავის დროზე, სმარტფონის მომხმარებლები HUAWEI P20 Pro-ს გამოჩენამ აღაფრთოვანა. მოგვიანებით კი, მსოფლიო ბაზარზე აჟიოტაჟი HUAWEI Mate 20 Pro-ს გამოჩენამ გამოიწვია, HUAWEI Mate 20 Pro მსოფლიომ შეაფასა, რო...

  • 13:24

    საქართველოს ბანკის ახალი გენერალური დირექტორი არჩი...

    10 იანვარი, 2019-  საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, ახალი გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის დანიშვნის შესახებ განაცხადა. არჩილი საქართველოს ბანკის ჯგუფს 2019 წლის 28 იანვრიდან...

  • 19:59

    29 წლის გოგონა, რომელიც გაცნობის აპლიკაციით მილია...

    „ონლაინ“ სივრცემ, რასაკვირველია, ცხოვრება გაამარტივა და ეს შეეხო ადამიანების პირად ცხოვრებასაც. თუ აქამდე სასიყვარულო და არა მხოლოდ სასიყვარულო ამბები საზოგადოების თავშეყრის ადგილებში იწყებოდა, ახლა, ...

  • 14:05

    "ვისოლმა" რუსთაველის თეატრთან ერთად "შობა ტიფლისში...

    "ვი­სოლმა" სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და ვე­ტე­რან­თა ბავ­შვე­ბის­თვის სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბის შე­საქ­მნე­ლად რუს­თა­ვე­ლის თე­ატრთან ერ­თად "შობა ტიფლისში"  ს...

  • 12:18

    თიბისი ბანკის საჯარო განცხადება...

    8 იანვარს, გვიან საღამოს, რამოდენიმე მედია პორტალმა,  გაავრცელა მცდარი და მიზანმიმართულად დამახინჯებული  ინფორმაცია, რომელიც ემსახურება ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისა და მისი დამფუძნ...

  • 11:18

    თეგეტა აკადემია კორპორატიულ ტრენინგებს ატარებს...

    თეგეტა აკადემიამ დაიწყო კორპორატიული ტრენინგები, რაც გულისხმობს სხვადასხვა კომპანიების თანამშრომელთა სპეციალიზირებულ გადამზადებას ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით, მანქანა-დანადგარების ექსპლუატაციი...