„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკ...
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
|
Accor Group-ის Luxury და Premium კლასის ბრენდების ვიცე-პრეზიდენტი ოპერაციულ ნაწილში სენიორ აიდენ მაკოლეი თბილისში სპეციალურად AXIS Towers-ის Pullman-ის სასტუმროში მიმდინარე სამუშაოებს გასაცნობად იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მაკოლეიმ მოინახულა mock-up ოთახები და სხვა სივრცეები.
სასტუმრო Pullman აქსის თაუერსში სწორედ Accor Group-თან თანამშრომლობით და მათი სტანდარტების გათვალისწინებით ეწყობა, რომელიც მსოფლიოში ბიზნეს სეგმენტზეა ორიენტირებული.
Accor Group 50 წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე ფრანგული კომპანიაა, რომელიც წარმოდგენილია 100 ქვეყანაში 4,500 სასტუმროთი, 250 000 დასაქმებულით, 570 000-მდე ოთახით. 20-მდე ბრენდით. ბრენდები გათვლილია სხვადასხვა სეგმენტზე. მათ შორის Luxuryდა Premium სეგმენტებზე, როგორებიცაა Pullman, Raffles, Fairmont, Sofitel, Novotel და საშუალო სეგმენტზე გათვლილი ბრენდებიც.
აიდენ მაკოლეის განცხადებით, აქსის თაუერსის საოცარი არქიტექტურა თავისთავად გახდება ახალი „ლენდმარკი“ თბილისისა და მთლიანად ქვეყნისთვის. „მოხარული და ამაყები ვართ იმ მჭიდროთანამშრომლობით, რაც აქსის თაუერსთან გვაკავშირებს. დარწმუნებული ვარ, თაუერსის საოცარი არქიტექტურის კომბინაცია ძალიან საინტერესო სანახაობა იქნება და ახალი ორიენტირი გახდება, როგორც თბილისისთვის ასევე საქართველოსთვის. სასტუმროს გახსნა უკვე მალე იგეგმება და ჩვენი სტუმრები აქ ნამდვილად შემოქმედებით გარემოს აღმოაჩენენ. გვახარებს და გვაიმედებს ის, რომ წლიდან წლამდე საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება. ჩვენი ჯგუფი ცნობილი და გამორჩეულია საერთაშორისო ბაზარზე მაღალი სტანდარტების დამკვიდრებით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აქსის თაუერსის ხელმძღვანელობასთან, საკუთრივ სამშენებლო ჯგუფებთან. ეს პროცესი ჩვენ გვარწმუნებს, რომ თბილისში, აქსის თაუერსში, ბიზნესსაზოგადოებისთვის და დამსვენებლებისთვის Pullman-ი იქნება უმაღლესი ხარისხის“,- აღნიშნა სენიორ აიდენ მაკოლეიმ.
აქსის თაუერსში განთავსებული 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman-ი გამორჩეულია რეგიონში, არა მხოლოდ თავისი ხარისხით და ინფრასტრუქტურით, არამედ იგი გამორჩეულია კრეატიული გადაწყვეტილებებით.
დეველოპერული კომპანია აქსისის ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი სამარგულიანი აღნიშნავს, რომ სხვა 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებისგან განსხვავებით აქ საერთო სივრცეების მოცულობა ერთ ნომერზე გაცილებით აღემატება არსებულ პრაქტიკას. „ამ სივრცეების 12 000 კვ მეტრზე განთავსებულია Skybar-ი ულამაზესი ხედებით, რომლებიც იშლება 140 მეტრის სიმაღლიდან, 25 მეტრიანი საცურაო აუზი მოძრავი სახურავით და სპა ცენტრით, რესტორანი, ბარები, ასევე დიდი საკონფერენციო დარბაზი, სათათბირო ოთახები და სხვა მრავალფეროვანი სივრცეები, რომლებიც სასტუმროს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ“.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტ...
Თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის ...
თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს. კომპ...
25-დან 28 აპრილის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით შოპინგისას, დაიბრუნეთ თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი extra.ge -ზე. ქეშბექთან ერთად, მომხმარებელს სააღდგომოდ, განსაკუთრებული ფასდაკლებებიც ...
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. ღონისძი...
თიბისიმ სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა. QR-ით გადახდისას, მომხმარებელ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები