2 0 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ საქართველოს შესახებ წიგნი გამოსცა

27 ივნისს,ბრიტანეთის საელჩომ ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული საქართველოსადმი მიძღვნილ წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა.
ღონისძიებას ელჩი ჯასთინ მაქენზი სმითი უძღვებოდა. საქართველოსადმი მიძღვნილი წიგნი „GEORGIA: A Cultural Journey through the Wardrop Collection’’ საქართველოს დამოუკიდებლობის 100წლის იუბილეს ფარგლებში, ოქსფორდის უნივერსიტეტმა პირველად გამოსცა. მასზე ისტორიკოსმანიკოლოზ ალექსიძემ იმუშავა, ხოლო მისი გამოცემა თიბისი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოხდა.
„GEORGIA: A Cultural Journey through the Wardrop Collection’’ ბოდლეანის ბიბლიოთეკაში დაცულ,უორდროპების მდიდარ კოლექციას ეფუძნება. კოლექცია შეიცავს წლების მანძილზე ოლივერ დამარჯორი უორდროპების მიერ შეგროვებულ და უნივერსიტეტისთვის გადაცემულ მასალას; მათშორის, უძველეს ქართულ ხელნაწერებს, უნიკალურ წიგნებსა და საარქივო დოკუმენტებს. წიგნის შეძენა ამჟამად Amazon.com-იდან არის შესაძლებელი, უახლოეს მომავალში ის ქართულ სავაჭრო ქსელებშიც იქნება ხელმისაწვდომი.

მიღებას ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეანის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ჯილიან ევისონი, წიგნის ავტორი ნიკოლოზ ალექსიძე, ქართველი და ბრიტანელი ისტორიკოსები, მკვლევარები,სამეცნიერო წრეების წარმოამდგენლები და თიბისის დამფუძნებლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები