„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკ...
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
|
თიბისის ინიციატივით ბიზნესპროცესების ავტომატიზირების წასახალისებლად პროგრამული უზრუნველყოფების კონკურსი ტარდება. კონკურსის მიზანია საქართველოში ისეთი აპლიკაციების, სოფტებისა თუ სხვა გადაწყვეტების შექმნის ხელშეწყობა, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებებით ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობას გაამარტივებენ. კონკურსი 3 ეტაპად ჩატარდება:
აპლიკაციების მიღება
პირველ ეტაპზე მონაწილე გუნდებმა პროდუქტის მთავარი შესაძლებლობების მაჩვენებელი დემო ვერსია უნდა წარმოადგინონ. აპლიკაციის შევსება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსაც შეუძლიათ. გუნდში წევრების მაქსიმალური რაოდენობა 5 ადამიანია. ერთ გუნდს მხოლოდ ერთი პროგრამული უზრუნველყოფის წარდგენა შეუძლია, რომელიც არ არის სხვა პირის მიერ შექმნილი, არ იმყოფება სხვისი საავტორო უფლებების ქვეშ და ბაზარზე ჯერ არ ფუნქციონირებს.
ფინალისტების გამოვლენა
აპლიკაციებისა და პროდუქტების დემო ვერსიების გადარჩევის შედეგად გამოვლენილი გუნდები მეორე ეტაპზე ჟიურის წინაშე, დახურულ პრეზენტაციაზე პროდუქტის სადემონსტრაციო პროტოტიპს, ტექნიკურ გადაწყვეტას, განხორციელებისა და კომერციალიზაციის გეგმას წარადგენენ. ფინალურ ეტაპზე გადასული 10-მდე გუნდი თვენახევარის განმავლობაში პროტოტიპზე მუშაობას გააგრძელებს.
გამარჯვებულების გამოვლენა
ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები საჯარო პრეზენტაციაზე ტექნიკურად წარმოადგენენ პროტოტიპებს. კონკურსის შედეგად ჟიური 3 გამარჯვებულს გამოავლენს. გამარჯვებული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი - 15 000 ლარით დაჯილდოვდებიან.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაციის გავლა მოცემულ ბმულზეა შესძლებელი -www.businesstool.ge.
კონკურსის მონაწილე ყველა დასრულებული პროდუქტი ახალ ონლიან-პლატფორმაზე -Businesstool.ge-ზე განთავსდება, რომელიც ტექნოლოგიური პროდუქტების მომწოდებლებსა და მაძიებლებს ერთმანეთს ახვედრებს. საქართველოში პირველად, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ბიზნესებს საშუალება გაუჩნდათ ერთ სივრცეში აღმოაჩინონ და შეაფასონ მათთვის საჭირო, ერთად თავმოყრილი საქართველოში შექმნილი სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფა - სოფტი, აპლიკაცია, თუ გადაწყვეტა.
უპრეცედენტო ეკოსისტემა სხვადასხვა ბიზნესის დეველოპერებთან და ტექნოლოგიურ პროდუქტებთან დასაკავშირებლად შეიქმნა. ამ არხით კომპანიებს საშუალება აქვთ საკუთარი ბიზნესპროცესები ბევრად უფრო მოქნილი, ავტომატიზირებული და ეფექტური გახადონ.
ვებ-გვერდზე წარმოდგენილი კატეგორიები პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელებისთვის თვალსაჩინოს ხდის, რა სახის ტექნოლოგიური საჭიროებები გააჩნია ამა თუ იმ ინდუსტრიაში მოღვაწე ბიზნესს. დაინტერესებულ ბიზნესს კი საშუალება აქვს აღმოაჩინოს მისთვის აქამდე უცნობი პროგრამული უზრუნველყოფა, ერთმანეთს შეადაროს რამდენიმე პროდუქტი და განსაზღვროს - რამდენად ერგება ესა თუ ის პროგრამა მისი ბიზნესის საქმიანობასა და საჭიროებებს.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტ...
Თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის ...
თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს. კომპ...
25-დან 28 აპრილის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით შოპინგისას, დაიბრუნეთ თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი extra.ge -ზე. ქეშბექთან ერთად, მომხმარებელს სააღდგომოდ, განსაკუთრებული ფასდაკლებებიც ...
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. ღონისძი...
თიბისიმ სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა. QR-ით გადახდისას, მომხმარებელ...
კომენტარები