„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკ...
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
|
თბილისში შეხვედრების ახალი სივრცე გაიხსნა. ადგილი, სადაც ბიზნეს და საჯარო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ მედიას, კერძო პირებს შესაძლებლობა აქვს მოაწყოს შეხვედრები, დაგეგმოს აქტუალური თემების განხილვა და მათთვის სასურველი ფორმატით ჩაატაროს ღონისძიებები.
გახსნის დღიდან შეხვედრების სივრცემ მრავალ ღონისძიებას უმასპინძლა. სივრცე მომხმარებელს განსხვავებულ გარემოს სთავაზობს, სადაც თითოეული დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თანამედროვე და ტრადიციული დიზაინის კომბინაციის გამო, შეხვედრების სივრცე არაერთი ტელევიზიის სარეკლამო ვიდეო რგოლის, გადაცემისა თუ ტელესერიალის სცენებში გადაიღეს, როგორც თავშეყრისა და შეხვედრების ადგილი.
კომპეტენციის ცენტრის უპრეტენზიო და არაამბიციური განცხადება, განსხვავებულია სუპერპრესტიჟული სასტუმროების შეხვედრების სივრცეებისგან. აქ მსურველებს შეუძლიათ გაერთონ, იხმაურონ, შეიცვალონ გარემო და სამსახურის სივრცის ყოველდღიურობისგან გათავისუფლდნენ, თავისი იდეები ორიგინალური ფორმით წარმოადგინონ ყოველგვარი კორპორატიული ფორმალობებისა დაცვის გარეშე, ანუ იყვნენ ისინი, ვინც არიან და გათავისუფლდნენ დამთრგუნველი შებოჭილობისგან.
შეხვედრების სივრცის შექმნის შთაგონება, ბერლინში ჩატარებული საქმიანი შეხვედრა გახდა, რომელიც ერთ-ერთ ბერლინურ საცხოვრებელ სახლში ჩატარდა. კომფორტული და ღია გარემო, რომელიც ამასთან ერთად გარე პირებისთვის შეზღუდულია ხელმისაწვდომობისთვის, განსაკუთრებულ სამუშაო ატმოსფეროს ქმნის.
აზრების გაცვლის, სადისკუსიო პანელების, ვორქშოფებისა თუ სემინარების ჩატარების ადგილებით, თბილისი არ არის განებივრებული. ხოლო ის, რაც არსებობს მსოფლიოს შეხვედრების სივრცეების რუკაზე სათანადოდ არ არის წარმოდგენილი. გვქონდა სურვილი გავმხდარიყავით პირველები ამ მიმართულებით და კომპეტენციის ცენტრი საერთაშორისო შეხვედრების სივრცის პლატფორმაზე (spacebase.com) დაგვერეგისტრირებინა, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის შეხვედრების სივრცეა განთავსებული.
ამ ინიციატივით გვსურს საქართველოში საფუძველი ჩავუყაროთ კიდევ ერთ ტრენდს, რომელიც კერძო შეხვედრების სივრცეების გახსნასა და ამ სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრების სივრცის დაჯავშნა შესაძლებელია ნომერზე 2470042
მისამართი: მერაბ ალექსიძის ქუჩა #3
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტ...
Თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის ...
თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს. კომპ...
25-დან 28 აპრილის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით შოპინგისას, დაიბრუნეთ თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი extra.ge -ზე. ქეშბექთან ერთად, მომხმარებელს სააღდგომოდ, განსაკუთრებული ფასდაკლებებიც ...
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. ღონისძი...
თიბისიმ სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა. QR-ით გადახდისას, მომხმარებელ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები