„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკ...
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
|
ადიზესის ინსტიტუტის კონსულტანტის რეკომენდაციები ქართველ მენეჯერებს
თბილისში ადიზესის ინსტიტუტის ორგანიზებით სემინარი გაიმართა თემაზე „როგორ განვახორციელოთ ეფექტური ცვლილებები კომპანიაში”. სემინარს ადიზესის ინსტიტუტის წამყვანი სერტიფიცირებული კონსულტანტი სტანისლავ კრაუზე უძღვებოდა. საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრამ“ კომპანიების საშუალო ან მაღალი დონის მენეჯერებს, რომელთაც სურთ ცვლილებები და ტრანსფორმაციის პროცესის მაქსიმალურად ეფექტიანად განხორციელება, მისცა შესაძლებლობა დასწრებოდნენ სემინარს და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია თუ როგორ მოახდინონ ეფექტური ცვლილებები კომპანიაში და შეძლონ მათი მართვა.
ერთიანი მმართველობითი ტერმინოლოგიის დანერგვა, სხვადასხვა რგოლის მენეჯერების მართვის სტილის განსაზღვრა (PAEI), მძლავრი პოზიტიური ენერგიის შექმნა კომპანიაში ცვლილებების განსახორციელებლად და ტრანსფორმაციის პროცესის მართვა, ტრანსფორმაციის პროცესის გაძღოლა, ურთიერთსინერგიული გარემოს ჩამოყალიბება კომპანიაში და მის გარეთ - ეს ის ძირითადი გამოწვევებია, რომელიც ყველა დონის მენეჯერისა თუ ბიზნესის მეპატრონის წინაშე დგას.
სემინარზე დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ თეორიული ცოდნა გაეღრმავებინათპრაქტიკული მაგალითების თანხლებით, მოეხდინათ მათთვის საჭირბოროტო საკითხების დიაგნოსტიკა და მოეძებნათ კონკრეტული გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან. როგორც აღმოჩნდა აქტუალურია ეს პრობლემები საქართველოში, სადაც ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის შეფერხებას ობიექტურთან ერთად, ბევრი სუბიექტური ფაქტორი იწვევს.
"ზოგადად ცვლილება პოზიტიური ცნებაა – ის დაკავშირებულია წინსვლასთან, მოძრაობასთან, ინოვაციასთან, წარმატებასთან. თუმცა, იმისათვის რომ ორგანიზაციაში ცვლილების შედეგი ნამდვილად გახდეს წინსვლა და წარმატება, ცვლილებების პროცესს სჭირდება მართვა,” - ითქვა სემინარზე.
აღსანიშნავია, რომ ადიზესის მეთოდოლოგია უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ აქცენტი კეთდება ფასეულობასა და მისიაზე, პროფესიონალ ადამიანებზე, მათ როლსა და ხედვაზე.
„ჩვენ დღეს ქართველ ბიზნესმენებსა და კომპანიის მენეჯერებს გავაცანით კომპანიაში სწრაფი ცვლილებების განხორციელების მექანიზმები. რაც მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში ძლიან ბევრი ცვლილება ხდება. ამიტომ ჩვენი პირველი მიზანია კომპანიის მენეჯმენტი მზად იყოს ამ ცვლილებებისთვის. მეორე მიზანი კი, რასაც ჩვენი სემინარი ემსახურება არის კომპანიების დამფუძნებლების მხრიდან პროფესიონალურ მენეჯმენტზე უფლება-მოსილების გადაცემა. მესამე ეს არის კომპანიის სასიცოცხლო ცკლის კარგად გაცნობა იმისათვის, რომ ბიზნემენმა თითოეულ ეტპაზე მისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები სწორად განახორციელოს,“ - აღნიშნა ადიზესის ინსტიტუტის კონსულტანტმა სტანისლავ კრაუზე
„ცვლილებების მართვა მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომაპნიისთვის, ის უნდა იყოს დაგეგმილი და კარგად გააზრებული. ამიტომაც მეთოდოლოგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ცვლილებების ცვლადების ადრეულ ეტაპზე განსაზღვრას და სტრატეგიული მიმართულებების სტრუქტურირებულად დანახვას, ახალი შესაძლებლობების წარმოქმნისთვის. სემინარის დამსწრეებს მიეცა შესაძლებლობა შეჰქმნოდათ დეტალური წარმოდგენა, თუ როგორ დაგეგმონ და განახორციელონ ცვლილებები საკუთარ კომპანიებში,“ - სემინარის მნიშვნელობაზე საუბრობს საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას უფროსი კონსულტანტი თამარ მაჭავარიანი.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტ...
Თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის ...
თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს. კომპ...
25-დან 28 აპრილის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით შოპინგისას, დაიბრუნეთ თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი extra.ge -ზე. ქეშბექთან ერთად, მომხმარებელს სააღდგომოდ, განსაკუთრებული ფასდაკლებებიც ...
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. ღონისძი...
თიბისიმ სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა. QR-ით გადახდისას, მომხმარებელ...
კომენტარები