2 2 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ცნობილია, ვინ არის შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული 33 წლის კაცი

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული 33 წლის რაფაელ მურსაკულოვია. ის თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, შანაი ბრუკის მეზობლად ცხოვრობდა.

მურსაკულოვს Facebook-ის პირად გვერდზე უწერია, რომ “ქართულ ოცნებაში” მუშაობს. TV პირველმა გაასაჯაროვა დოკუმენტიც, რომლითაც ირკვევა, რომ 33 წლის მამაკაცი მთაწმინდაზე, პირველ საარჩევნო ოლქში მმართველი პარტიის საარჩევნო კომისიის წევრი იყო 2020 წლის არჩევნებზე. აღნიშნული ინფორმაცია ქართულ ოცნებას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ავსტრალიელი მასწავლებლის მკვლელობის საქმე გახსნილია და მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მურსაკულოვი ამჟამად დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაკავებულს 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ შანაე ბრუკი 30 ივლისს, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა. მისი ცხედარი მეორე დღეს, 31 ივლისს იპოვეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:37

    მარნეულში, კაცმა მეზობელი მოკლა...

    მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში მკვლელობა მოხდა. მეზობელმა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეზობელი მამაკაცი მოკლა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრ...

  • 14:11

    ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე პასუხისგებაში 1...

    2022 წლის განვლილ პერიოდში, თბილისში, აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი, რომლებიც შესაბამისი ნებართვისა ან/და სანებართვო პირობების დ...

  • 12:56

    ბათუმის ციხეში პატიმარმა მძინარე თანასაკნელი დაჭრ...

    პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დამნაშავ...

  • 12:45

    მარნეულში ქმარმა ცოლი დაჭრა...

    მარნეულში მამაკაცმა ქალს ჭრილობა ცივი იარაღით, ფილტვის არეში მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვა...

  • 11:31

    თბილისში ჯგუფურად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პრო...

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრო...

  • 17:12

    თბილისში 65 წლის კაცმა ცოლი მოკლა...

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 65 წლის მამაკაცი დააკავეს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მიყენებული დაზიანების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა:...