0 1 : 2 9
 | 

კრიმინალი

შსს-ში დასაქმება 5000 დოლარის სანაცვლოდ - დაკავებულია ერთი პირი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა


"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დაუკავშირდა ერთ - ერთ მოქალაქეს, შევიდა მასთან ნდობაში და დაარწმუნა, რომ სანაცნობო წრის მეშვეობით, 5 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაეხმარებოდა მას შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებაში.


ბრალდებული დააკავეს მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 3 500 ლარის აღების ფაქტზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები