1 5 : 2 7
 | 

კრიმინალი

ზუგდიდში რძალმა დედამთილს 5 ათასი ლარი მოჰპარა

ქურდობა ზუგდიდში - რძალმა დედამთილს 5 ათასი ლარი მოჰპარა. 26 წლის ქალი დედამთილის საჩივრის საფუძველზე დააკავეს. 

სამართალდამცავების მიერ ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ თითის ანაბეჭდები, რომელიც დედამთილის საფულეზე იყო, რძალს ეკუთვნოდა. ასევე, პოლიციის თანამშრომლებმა ნივთმტკიცებად დაკარგული თანხა ამოიღეს. 26 წლის ქალმა ბრალი აღიარა. ის ამ დროისათვის ზუგდიდი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ბრალდებულის სასამართლოს პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება. ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები