1 2 : 2 4
 | 

კრიმინალი

ბათუმში, მერიის ყოფილი თანამშრომელი დაჭრეს

სისხლიანი გარჩევა ბათუმში. დაჭრილია მერიის ყოფილი თანამშრომელი ალეკო თევზაძე. მას ჭრილობები თავისა და ხელის არეში, სავარაუდოდ ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ცნობილია კონფლიქტში მონაწილე პირთა ვინაობაც. ერთ ერთი მათგანი "კურიერის" ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატია. იგი ამჯერად "ქართული ოცნების" წევრია. ალეკო თევზაძე კლინიკიდან უკვე გაწერეს.

მისი თქმით, კონფლიქტი ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობას მოყვა. ალეკო თევზაძე ქიმიური ტერმინალის, მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციების ორგანიზატორი იყო. მისი დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ორი პირი. მათ გამოძიება იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჯგუფურად ჩადენას ედავება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები