0 6 : 5 4
 | 

კრიმინალი

დაკავებულია პირი, რომელმაც სასტუმროდან ტელევიზორები, ავტომანქანიდან კი მაგნიტოფონი და მეხსიერების ბარათი მოიპარა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1978 წელს დაბადებული ზ.მ., ქურდობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის ოქტომბერში სარფში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროდან ტელევიზორები, მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანიდან კი მაგნიტოფონი და მეხსიერების ბარათი მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ზ.მ. ზუგდიდში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები