1 0 : 2 6
 | 

კრიმინალი

კახეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გააკავეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში  ოჯახში ძალადობის ბრალდებით 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გააკავეს, ამის შესახებ შს სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ა.ფ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში მცხოვრები ა.ფ. სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მეუღლეს - 1998 წელს დაბადებულ ნ.ვ.-ს. ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის მამასაც - 1964 წელს დაბადებულ ი.ვ.-ს.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლით,"-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები