1 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

2200 გაყიდული ავტომობილი - „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ გასულ წელს აჯამებს

საავტომობილო ინდუსტრიისათვის გასული 2023 წელი რამდენიმე მიმართულებით აღმოჩნდა მნიშვნელოვანი: თითქმის სრულად აღმოიფხვრა საწარმოო კომპონენტების დეფიციტი, მოწესრიგდა მიწოდების პროცესიც. ამას დაერთო საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთი მსხვილი ბაზრიდან, რუსეთიდან, გასვლისა და ალტერნატიული ბაზრების მოძიების აუცილებლობა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით აფასებენ მსოფლიო ავტომწარმოებლები და დილერები შარშანდელ წელს. მათ შორის არის „ტოიოტა ცენტრი თეგეტაც“,რომელმაც გაყიდვების რაოდენობა, 2022-თან შედარებით, გააორმაგა. გასულ წელს კომპანიამ 2 200 ტოიოტა გაყიდა, მაშინ როდესაც 2022 წელს ეს მონაცემი 1 147 იყო. 

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „გასული წელი, 2022-თან შედარებით, რადიკალურად განსხვავებული იყო, რაც გაყიდვების რაოდენობაზე მნიშვნელოვნად აისახა. ტოიოტა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბრენდია. მაღალი იყო მოთხოვნა გასულ წელსაც, რასაც „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“მრავალფეროვანი სამოდელო რიგით და მაღალი ხარისხის მომსახურებით უპასუხა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიისდროინდელი გამოწვევები დღის წესრიგიდან სრულად მოიხსნა. რუსეთიდან დიდი საავტომობილო ბრენდების გასვლამ კი რეგიონის ბაზრებზე ახალი მარაგები გააჩინა. გამონაკლისი არც საქართველოა. შედეგად, ჩვენმა კომპანიამ მარტივად შეძლო,დაეკმაყოფილებინა ის მზარდი მოთხოვნა, რაც იაპონური ბრენდის, ტოიოტას ავტომობილებზეა“. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ტენდენციის გათვალისწინებით და მომხმარებლისათვის მეტი კომფორტის შესაქმნელად „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მიდგომებს ახალი მოთხოვნების შესაბამისად ცვლის. მომხმარებელზე მორგებული კონცეპტის ფარგლებში, კომპანია იაპონური ბრენდით დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა სერვისსა თუ პროდუქტს ერთი ფანჯრის პრინციპით სთავაზობს. წარმატებით ხორციელდება დიგიტალიზაციის პროცესიც. მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებამ კი, თავის მხრივ, „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ სერვისზე მოთხოვნაც გაზარდა. 

რაც შეეხება გაყიდვების შემდგომ მომსახურებას, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მომხმარებელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რაც, ვფიქრობ, მათზეორიენტირებული პროცესებისა და პროდუქტების შეთავაზების შედეგია. მომსახურებით კმაყოფილების მაჩვენებელმა  შიდა კვლევებით, 91,6% შეადგინა, რაც ძალიან გვახარებს, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი მიზანია, ერთ-ერთ ყველაზე გამძლე ავტომობილებთან და მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად, მომხმარებელს ყველა საჭირო პროდუქტი ერთ სივრცეში შევთავაზოთ. იქნება ეს დაზღვევა, ლიზინგი თუ საავტომობილო პროდუქცია. მნიშვნელოვანია დიგიტალიზაციაც.ვცდილობთ, ციფრული სერვისები სულ უფრო დავხვეწოთ, რათა მომხმარებელმა კომფორტულად და ოპერატიულად შეძლოს სასურველი ავტოსათადარიგო ნაწილისა თუ აქსესუარის შეძენა“, - ამბობს მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი. 

სრულად მომხმარებელზეა ფოკუსირებული და მომსახურების ახალ მიდგომას ეფუძნება „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ განახლებული შოურუმი და სერვისცენტრი.  კონცეფციის ცვლილება და შოურუმის რეკონსტრუქცია კომპანიამ გასულ წელს დაიწყო დაახლა გახსნის ოფიციალური ღონისძიებისთვის ემზადება.

"2024 წელს განახლებული ცენტრით ვიწყებთ და ჩვენს მომხმარებელს ავტომობილის შერჩევისა და მომსახურების სრულიად ახალ გამოცდილებას შევთავაზებთ. მეტი კავშირი ბრენდთან, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი ირჩევს, მეტი კომფორტი, ნდობა და მრავალფეროვანი არჩევანი - ამ ყველაფერს „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ განახლებული შოურუმი ერთ სივრცეში გააერთიანებსიაპონური ბრენდის მოყვარულებისათვის“, -აცხადებს მარიამ მელიაშვილი.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ შოურუმის პრეზენტაციას 9 თებერვალს აპირებს, რა დროსაც საავტომობილო ცენტრში Toyota C-HR-ის ახალ მოდელს წარადგენენ. რაც შეეხება გასული წლის ყველაზე მოთხოვნად მოდელებს, კომპანიაში აცხადებენ, რომ SUV სეგმენტში ლიდერობდა Toyota Land Cruiser 300, Land Cruiser Prado, ასევე RAV4 და Toyota Corolla. თუმცა,ამასთან ერთად, ტოიოტას ქართულ წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ გასულ წელს გამოიკვეთა ტენდენცია და მაღალი ინტერესი Plug in Hybrid-ის მიმართ. ირკვევა, რომ წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი მომხმარებელი ცდილობს,შიგაწვისძრავიანი მანქანა ეკომეგობრული ავტომობილით ჩაანაცვლოს. „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით 2024 წლის განმავლობაში დაინტერესებულ პირებს კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებენ, მათ შორის იქნება Toyota RAV4 Plug in Hybrid, Toyota Camry, ასევე Toyota Prado.

ნაკლები ემისიის მქონე ავტომობილების პოპულარიზაციასთან ერთად, კომპანია გარემოს დაცვის აქტიური მხარდამჭერია და ყოველწლიურად სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება ქალთა გაძლიერებაა. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ სისტემატურად უჭერს მხარს ქალთა გაძლიერების პროექტებს. მიგვაჩნია, რომ ქალებს უპირობოდ უნდა ჰქონდეთ პროფესიული არჩევანის შეუზღუდავი შესაძლებლობა. მათ მიზნებს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებული სტერეოტიპები ვერ უნდა აფერხებდეს. ამიტომაც გასულ წელს, ისევე როგორც წინა პერიოდში, აქტიურად ვიყავით ჩართულები სხვადასხვა პროექტში, რათა მხარი დავუჭიროთ ქალების პროფესიულ განვითარებასა და გაძლიერებას. გამორჩეული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით განხორციელებული პროექტი „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“, რომლის მხარდამჭერებიც ვიყავით. კამპანიამ კრეატივის საერთაშორისო ფესტივალ Ad Black Sea-ზე ორიოქროს, ასევე ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოები მოიპოვა“, - ამბობს „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი. 

გასული წლის შედეგები შეჯამებულია, ახალი წლის გეგმები კი - გაწერილი, რომელთა შესრულებასაც კომპანია განახლებული შოურუმისა და სერვისცენტრის ოფიციალური გახსნით იწყებს. 2024-ის პრიორიტეტებშია ასევე ახალი მოდელებისა და საავტომობილო პროდუქციის შეთავაზება მომხმარებლისათვის, სერვისის ხარისხის მეტად გაუმჯობესება და ექსპრესმომსახურების დამატება. 

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...