2 2 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სამოგზაურო ტურების დაგეგმვის პლატფორმა TourTour Impact Hub პრე-აქსელერატორის პროექტის ფარლებში ესტონეთში გაემგზავრება

სამოგზაურო ტურების დაგეგმვის პლატფორმა TourTour Impact Hub პრე-აქსელერატორის ფინალისტი სტარტაპია, რომელიც პროდუქტის კიდევ უფრო განვითარების მიზნით, პროეტის ფარგლებში, ესტონეთში გაემგზავრება.

საქართველოში არსებული უამრავი სამოგზაურო კომპანიის მიუხედავად, მოგზაურობის მსურველთათვის საკმაოდ რთულია მოგზაურობის ეფექტურად, საინტერესოდ  და ბიუჯეტურად დაგეგმვა.  TourTour - ის დაარსების იდეაც სწორედ მას შემდეგ გაჩნდა, რაც დამფუძნებლები თავად გადააწყდნენ მოგზაურობის დაგეგმვასთან დაკავშირებულ პრობლემებს და მიხვდნენ, რომ კარგი იქნებოდა, ერთი მხრივ, ტურისტულ კომპანიებს დახმარებოდნენ საინტერესო პაკეტების შედგენაში და მომხმარებლის მოზიდვაში, მეორე მხრივ კი, ტურისტებისთვის გაემარტივებინათ ოპტიმალური არჩევანის გაკეთება.

„ჩვენს პლატფორმაზე ტურისტებს საშუალება აქვთ, ერთიან სივრცეში დაათვალიერონ უამრავი შეთავაზება, შეადარონ ერთმანეთს სხვადასხვა ტური თუ პაკეტი, მიიღონ ინფორმაცია ფასების შესახებ, შეადარონ ერთმანეთს რამდენიმე სააგენტო და ამ ყველაფერის საფუძველზე შეარჩიონ მათზე მორგებული, ბიუჯეტური და საინტერესო პაკეტი. მეორე მხრივ, ჩვენს პლატფორმმაზე სააგენტოებს უჩნდებათ შესაძლებლობა, განათავსონ საკუთაირ შეთავაზებები, მოიზიდონ ტურისტები, შექმნამ მიმზიდველი პაკეტები, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები და შესაბამისად, კიდევ უფრო განვითარდნენ“, - ამბობს Tour Tour-ის დამფუძნებელი, თემო ჭეიშვილი.

ტურისტული სააგენტოებისთვის TourTour- ზე რეგისტრაცია, ისევე, როგორც ყველა სხვა სერვისი, უფასოა. ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ სააგენტოს შეუძლია თვალი ადევნოს სტატისტიკას და დააკვირდეს, რამდენმა ადამიანმა დაათვალიერია მისი შეთავაზებები. სააგენტოები საკომისიოს მხოლოდ მას შემდეგ იხდიან, რაც საინტზე მათი ტური გაიყიდება. შესაბამისად, გამართული, მრავალფეროვანი ციფრული პლატფორმა სააგენტოებისთვის საკუთარი მომსახურების გაყიდვის დამატებით არხს წარმოადგენს.

„გარდა იმისა, რომ პლატფორმაზე უფასოდ ვათავსებთ სააგენტოების შეთავაზებებს, ვზრუნავთ მათ პრომოუშენზეც სოციალურ ქსელებსა და იუთუბ არხზე. ამ ყველაფერზე ჩვენი მარკეტინგის გუნდი დამატებით მუშაობს. ამით, ერთი მხრივ, თავად მათ ვეხმარებით პოპულარიზაციაში, მეორე მხრივ კი, საკუთარ პროდუქტზეც ვზრუნავთ, რადგან ჩვენი წარმატება პირდაპირ უკავშირდება ტურისტული სააგენტოების წარმატებას. შესაბამისად, ბუნებრივად ხდება იმ კომპანიების წინ წამოწევა და პოპულარიზაცია რომლებიც სხვებზე უკეთეს პაკეტს სთავაზობენ მომხმარებელს. ამით იზრდება ჯანსაღი კონკურენციაც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბაზრის განვითარებისთვის.“

ტურების დაგეგმვის ციფრული პლატფორმა  TourTour  რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა და ბაზარზე ჯერ არ დატესტილა, თუმცა კომპანია უკვე ესაუბრა ქართულ ბაზარზე მომუშავე ტურისტულ სააგენტოებს, რომელთაგანაც 52 სააგენტო მზადაა, TourTour-ის ამუშავებისთანავე დარეგისტრირდეს პლატფორმაზე. სტარტაპი ბაზარზე მარტის თვიდან გავა, მანამდე კი დამფუძნებლები ბოლო დეტალების დახვეწაზე მუშაობენ.

სწორედ პროდუქტის დახვეწის მიზნით მონაწილეობს TourTour Impact Hab პრე-აქსელერატორის პროექტში, რომელიც ოქტომბრის თვიდან ეხმარება მონაწილე სტარტაპებს თავიანთი პროდუქტების განვითარებაში.

„როცა პრე-აქსელერატორში მოვდიოდით, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, განგვევითარებინა უნარები, რომლებიც აუცილებელია ერთი მხრივ ინვესტორებთან, მეორე მხრივ კი მომხმარებელთან ურთიერთობისას. პროექტი ამაში ძალიან დაგვეხმარა. საბოლოოდ, მარკეტინგული კვლევა სწორედ ჩვენი მენტორის რჩევების შედეგად ჩავატარეთ. გარდა ამისა, გავიცანით უკვე წარმატებული სტარტაპერები, საინტერესო სპიკერები და მენტორები, რომლებთან ურთიერთობასაც მომავალშიც გავაგრძელებთ. და რაც ასევე მნიშვნელოვანია, მოვხვდით იმ სტარტაპების გუნდში, რომელიც იანვარში ტალინში მიემგზავრება ბუტკემპზე, სადაც გვექნება საშუალება, უკვე საერთაშორისო ბაზარზე წარვადგინოთ ჩვენი პროდუქტი. ეს დაგვეხმარება, დავგეგმოთ - როგორ უნდა შევიდეთ საერთაშორისო ბაზარზე და მოვიზიდოთ იქაური ინვესტორები.“

სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა და პროგრამა ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პროექტს დაარსების დღიდან მხარს უჭერს თიბისის პროგრამა სტარტაპერი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო სამი ნაკადი, ჯამში 60 სტარტაპი და მთლიანობაში

გუნდებმა 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:32

    ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავაერთიანო ერი, რათა დავ...

    „ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავაერთიანო დემოკრატიული პარტია და გავაერთიანოთ ჩვენი ერი, რათა დავამარცხოთ დონალდ ტრამპი და მისი ექსტრემალური პროექტი 2025-ის დღის წესრიგი. არჩევნებამდე გვაქ...

  • 12:53

    ვინ იყო თომას კრუქსი–ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც...

    FBI-მ გამოაცხადა, რომ მამაკაცი, ვინც დონალდ ტრამპს ესროლა ბატლერში, პენსილვანიის შტატში, 20 წლის თომას მეთიუ კრუქსი იყო. ის მშობლებთან ერთად წყნარ გარეუბანში ცხოვრობდა და რესპუბლიკური პარტიის რეგისტრი...

  • 12:51

    “უნდა დავწიოთ ტემპერატურა ჩვენს პოლიტიკაში”- ბაიდე...

    ჯო ბაიდენმა ამერიკელ ხალხს მიმართა ყოფილი პრეზიდენტის, და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჩაწერილ განცხა...

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...