1 8 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საპენსიო სააგენტოს წარმომადგენელი - საპენსიო დანაზოგს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ამ თანხაზე ყადაღა და ინკასო არ ვრცელდება

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის, გოგა მელიქიძის განცხადებით, დასაქმებულებს საპენსიო აქტივების ინვესტირებისას საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლა, კანონის ცვლილების შემდეგ, ნებისმიერ დროს, 7 სექტემბრის შემდეგაც შეეძლებათ, თუმცა „არჩევანის შემდეგ არის 12-თვიანი დაკეტვის პერიოდი“.

როგორც ის გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში, წელიწადში ერთხელ შეეძლებათ პორტფელი შეცვალონ.

„[დასაქმებულებს] 7 სექტემბრამდე შეუძლიათ შეცვალონ პორტფელი, მერე ფანჯარა დაიკეტება. თუმცა ახლა კანონი იცვლება და მონაწილესაც უკვე ექნება შესაძლებლობა, პორტფელი ნებისმიერ დროს გამოცვალოს და სხვა პორტფელში გადავიდეს. არჩევანის შემდეგ არის 12-თვიანი დაკეტვის პერიოდი, რომლის გასვლის შემდეგ მოქალაქეს შეუძლია არჩევანი შეცვალოს. თუ სურვილი ექნება, წელიწადში ერთხელ შეცვლის პორტფელს. არც ვადა იქნება დაწესებული, რომ კონკრეტულად აგვისტოში უნდა შეცვალოს, როგორც დღეს არის. 12-თვიანი ჩაკეტილი პერიოდი იმისთვის არის საჭირო, რომ ჩვენ, აქეთა მხარემ, მონაწილეები გადავიყვანოთ სხვადასხვა საინვესტიციო პორტფელში და მათ სახელზე არსებული დანაზოგი შესაბამის პორტფელებში გადავანაწილოთ. მაღალრისკიან პორტფელს გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე მეტი ზრდა ექნება, ეს ყველაზე კარგი საინვესტიციო პორტფელია, რომელიც ყველაზე მეტად გაამართლებს და ყველაზე მაღალი მაჩვენებლით დაამარცხებს ინფლაციას“, - აცხადებს მელიქიძე.

მისივე განმარტებით, საპენსიო სისტემაში აკუმულირებულ ფულს მართავს საინვესტიციო სამსახური და აკონტროლებს ეროვნული ბანკი, მოქალაქეების საპენსიო დანაზოგს კი საფრთხე არ ემუქრება, რადგან აღნიშნულ თანხაზე არ ვრცელდება ყადაღა და ინკასო.

„თუ 40 წლამდე ასაკის მონაწილე ხართ, აუცილებელია გქონდეთ ბევრი აქცია და, ჩემი აზრით, უნდა იყოთ მაღალ მზარდ პორტფელში, ხოლო თუ საპენსიო ასაკში ხართ, სჯობს იყოთ სტაბილურ პორტფელში. თუმცა შეიძლება ახლოს ვარ საპენსიო ასაკთან, მაგრამ მაინც მინდა მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელში ჩემი დანაზოგის შეტანა; ან შეიძლება ვიყო 28 წლის, მაგრამ მინდოდეს ნაკლებრისკიანში ყოფნა - ეს თავად მონაწილის გადასაწყვეტია. ეკონომიკური განათლება ვისაც არა აქვს, სასურველია დატოვონ ისე, როგორც არის გადანაწილებული და დააკვირდნენ ცვლილებას. ამ ფულს მართავს საინვესტიციო სამსახური და აკონტროლებს ეროვნული ბანკი. სახელმწიფო არ ერევა იმაში, ეს ფული სად წავიდეს. მისი როლი ის არის, რომ მოხდეს კონტრიბუციები, საპენსიო შენატანები და საპენსიო გაცემები შესრულდეს ჯეროვნად. რაც შეეხება ინვესტიციებს, ეს თავიდან ბოლომდე დამოუკიდებელი პროცესია, დამოუკიდებელი ვერტიკალი, რომელსაც არეგულირებს ეროვნული ბანკი და ანგარიშვალდებული ვართ პარლამენტთან ანუ სახელმწიფო არც თანხას არ აბანდებს. პარლამენტმა დაიქირავა კვალიფიციური საინვესტიციო საბჭო, რომელმაც შექმნა საინვესტიციო სამსახური. ეს ვერტიკალი ეროვნული ბანკის რეგულაციით მართავს ამ თანხას. [დასაქმებულს] მოგების ნახვა შეუძლია ყოველ წამს, ყოველდღე. ის ხედავს, სად არის გადანაწილებული მისი პორტფელი. შეუძლია ნახოს, რა ვალუტაშია, ხედავს მომგებიანობას, ყველანაირ დინამიკას. ვებგვერდის საშუალებით ხედავს ასევე სამივე პორტფელის მოქმედებას და მომდევნო წელს ამის მიხედვით შეუძლია რაიმეს შეცვლა. შეუძლია ჩვენს საიტზე ნახოს, რომელი პორტფელი როგორ მოქმედებს. თუ შევა პირად გვერდზე, უფრო მეტ ინფორმაციას ნახავს თავისი თანხის შესახებ. ეს მობილბანკებშიც ჩანს“, - აღნიშნავს მელიქიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...